Magdalena Posted July 13, 2022 Posted July 13, 2022 სამომავლო 24-ბირთვიან ფლაგმანურ პროცესორ Intel Core i9-13900K-ს ინჟინრული ნიმუში გამოჩნდა სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში. ჩიპის მუშაობის ტესტირება მოხდა ASUS ROG Maximus Z690 Extreme დედა დაფაზე. ეს დაფა აღჭურვილია LGA 1700 პროცესორის სოკეტით და ASUS-მა ახლახან გამოუშვა მისთვის ახალი BIOS ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს Raptor Lake პროცესორების მხარდაჭერას ფოტოს წყარო: PC-Magazin.de ტესტების თანახმად Core i9-13900K ჩიპის ნიმუში მუშაობდა 3.0-დან 5.5 გჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში. ამასთან, ხდებოდა პროცესორის ერთ-ერთი ბირთვის ავტომატური აჩქარება 5.7 გჰც-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ ტაქტის სიხშირის ასეთივე დიაპაზონში მუშაობს მესამე თაობის Raptor Lake-ის ნიმუშები (Raptor Lake ES3), რომელთა შეძენა უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ჩინურ დახურულ არხში. ფოტოს წყარო: Geekbench ჩიპის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის ბირთვი Raptor Cove ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერით და 16 ენერგოეფექტური ბირთვი Gracemont ხსენებული ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. Geekbench-ის აღწერის თანახმად პროცესორს აქვს 36 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა კი არასწორადაა მითითებული - Geekbench აჩვენებს მხოლოდ ერთი ტიპის ქეშს, რეალურად კი Core i9-13900K-ს ჯამში ექნება 32 მბ L2 ქეში. ფოტოს წყარო: Geekbench საინჟინრო ნიმუშის ტესტირების დროს იყო გარკვეული პრობლემები სისტემის ტაიმერებთან, ამიტომ ჩიპის წარმადობის მონაცემების შედარება არ იქნება სამართლიანი ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა პროცესორთან. ფოტოს წყარო: Geekbench თუ ამ პუნქტს უგულებელვყოფთ, მაშინ Core i9-13900K საინჟინრო ნიმუში იყო 7%-ით უფრო სწრაფი ერთბირთვიან ტესტში და 37%-ით უფრო სწრაფი მრავალბირთვიან ტესტში Core i9-12900K-თან შედარებით იმავე Geekbench 5 ტესტებში. Intel-ისა და AMD-ს პროცესორების ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობა Geekbench 5-ში. ფოტოს წყარო: Wccftech Raptor Lake სერიის პროცესორების დებიუტი მოსალოდნელია მიმდინარე წლის ოქტომბერში. Intel სავარაუდოდ პირველ რიგში გამოუშვებს ჩიპების K-ვერსიებს განბლოკილი მულტიპლიკატორებით და მექანიკური აჩქარების საშუალებით. პროცესორები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ოვერქლოქინგისთვის, გაყიდვაში ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება. https://tinyurl.com/4dybvrpc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.