Jump to content

Recommended Posts

Posted

სამომავლო 24-ბირთვიან ფლაგმანურ პროცესორ Intel Core i9-13900K-ს ინჟინრული ნიმუში გამოჩნდა სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში. ჩიპის მუშაობის ტესტირება მოხდა ASUS ROG Maximus Z690 Extreme დედა დაფაზე. ეს დაფა აღჭურვილია LGA 1700 პროცესორის სოკეტით და ASUS-მა ახლახან გამოუშვა მისთვის ახალი BIOS ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს Raptor Lake პროცესორების მხარდაჭერას 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: PC-Magazin.de 

ტესტების თანახმად Core i9-13900K ჩიპის ნიმუში მუშაობდა 3.0-დან 5.5 გჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში. ამასთან, ხდებოდა პროცესორის ერთ-ერთი ბირთვის ავტომატური აჩქარება 5.7 გჰც-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ ტაქტის სიხშირის ასეთივე დიაპაზონში მუშაობს მესამე თაობის Raptor Lake-ის ნიმუშები (Raptor Lake ES3), რომელთა შეძენა უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ჩინურ დახურულ არხში. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

ჩიპის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის ბირთვი Raptor Cove ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერით და 16 ენერგოეფექტური ბირთვი Gracemont ხსენებული ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. Geekbench-ის აღწერის თანახმად პროცესორს აქვს 36 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა კი არასწორადაა მითითებული - Geekbench აჩვენებს მხოლოდ ერთი ტიპის ქეშს, რეალურად კი Core i9-13900K-ს ჯამში ექნება 32 მბ L2 ქეში. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

საინჟინრო ნიმუშის ტესტირების დროს იყო გარკვეული პრობლემები სისტემის ტაიმერებთან, ამიტომ ჩიპის წარმადობის მონაცემების შედარება არ იქნება სამართლიანი ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა პროცესორთან. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

თუ ამ პუნქტს უგულებელვყოფთ, მაშინ Core i9-13900K საინჟინრო ნიმუში იყო 7%-ით უფრო სწრაფი ერთბირთვიან ტესტში და 37%-ით უფრო სწრაფი მრავალბირთვიან ტესტში Core i9-12900K-თან შედარებით იმავე Geekbench 5 ტესტებში. 

image.jpeg 

 

Intel-ისა და AMD-ს პროცესორების ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობა Geekbench 5-ში. ფოტოს წყარო: Wccftech 

Raptor Lake სერიის პროცესორების დებიუტი მოსალოდნელია მიმდინარე წლის ოქტომბერში. Intel სავარაუდოდ პირველ რიგში გამოუშვებს ჩიპების K-ვერსიებს განბლოკილი მულტიპლიკატორებით და მექანიკური აჩქარების საშუალებით. პროცესორები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ოვერქლოქინგისთვის, გაყიდვაში ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.