Jump to content

Recommended Posts

Posted

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით Galaxy S23 სერიის სმარტფონებში, რომელთა დებიუტი 2023 წლის დასაწყისში შედგება, კომპანია Samsung Electronics სრულად იტყვის უარს საკუთარი წარმოების Exynos პროცესორების გამოყენებაზე Qualcomm-ის 4-ნანომეტრიანი ჩიპების სასარგებლოდ, რომელთაც TSMC დაამზადებს. მხოლოდ სამი წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი Samsung-ის სმარტფონებში გამოჩნდეს საკუთარი წარმოების 3-ნანომეტრიანი პროცესორები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

როგორც ადრე უკვე ითქვა, Samsung Electronics-ის მიერ წარმოებული 3-ნანომეტრიანი ჩიპების „პირველი ტალღა“ განკუთვნილი იქნება ჩინელი მწარმოებლების სპეციალიზებული ამაჩქარებლებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტების მაინინგისას გამოიყენება. სწორედ მათი დიდი რაოდენობით წარმოება დაიწყო გასული კვარტლის ბოლოს კორეულ გამოცდილ საწარმოო ხაზზე. საკუთარი საჭიროებისთვის, როგორც Business Korea-ში განმარტავენ, Samsung Electronics გამოიყენებს მეორე თაობის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, რომელსაც მხოლოდ მომავალ წელს დაეუფლება. კომპანია მისი გამოყენებით საკუთარი მობილური პროცესორების წარმოებას 2024 წლის დასაწყისისთვის დაიწყებს, რის შემდეგაც მოხდება ჩიპების ინტეგრირება კომპანიის სმარტფონებში. 

კონკურენტი TSMC 3-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მის შემთხვევაშიც გაჭიანურდეს პროცესის დაწყება, ამიტომ ნაადრევია საუბარი Samsung Electronics-ის აშკარა უპირატესობაზე დროის თვალსაზრისით.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.