Jump to content

Recommended Posts

Posted

Geekbench-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა Apple M2 ჩიპზე მომუშავე ახალი MacBook Air-ის ტესტების შედეგები: მისი წარმადობა იმავე ჩიპის მქონე ახალი MacBook Pro-ს მაჩვენებლების ტოლია, მრავალბირთვიან ტესტში კი ახალი კომპიუტერი წარმადობის მნიშვნელოვან მატებას აფიქსირებს M1 ჩიპზე მომუშავე წინა თაობის MacBook Air-თან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: apple.com 

ახალი MacBook Air-ის ტესტის ქულები არ არის გასაოცარი, მაგრამ 2020 წლის მოდელთან შედარებით გაუმჯობესება აშკარაა. Apple M2 ჩიპიან მოდელსა და მის წინამორბედს შორის ყველაზე შესამჩნევი განსხვავება გრაფიკული ქვესისტემა, თუმცა კომპანიამ მოახერხა CPU-ს წარმადობის მატების მიღწევა. 

Apple M1 და M2 ჩიპებზე მომუშავე MacBook Air-ის ტესტების შედარება: 

image.pngimage.pngimage.png 

M2 ჩიპის მქონე MacBook Air-მა მოიპოვა საშუალოდ 1904 ქულა ერთბირთვიან Geekbench-ტესტში და 8838 ქულა - მრავალბირთვიან ტესტში. თუ ამ ციფრებს შევადარებთ M1-ზე მოქმედი MacBook Air-ის შედეგებს, გამოდის, რომ ერთბირთვიან ტესტში ახალი კომპიუტერი 11.61%-ით უფრო სწრაფია, მრავალბირთვიანში კი - 19.11%-ით. 

აღსანიშნავია, რომ ახალი MacBook Air ოდნავ ჩამოუვარდებოდა განახლებულ MacBook Pro-ს იმავე პლატფორმაზე: მან დააგროვა 1937 და 8962 ქულა ერთ- და მრავალბირთვიან ტესტებში, შესაბამისად. შესაძლოა, ამ შედეგს Pro ვერსიამ მიაღწია აქტიური გაგრილების სისტემის წყალობით, სტანდარტულ MacBook Air-ს კი გააჩნია სტანდარტული პასიური სისტემა ქულერების გარეშე.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.