Magdalena Posted July 11, 2022 Posted July 11, 2022 Geekbench-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა Apple M2 ჩიპზე მომუშავე ახალი MacBook Air-ის ტესტების შედეგები: მისი წარმადობა იმავე ჩიპის მქონე ახალი MacBook Pro-ს მაჩვენებლების ტოლია, მრავალბირთვიან ტესტში კი ახალი კომპიუტერი წარმადობის მნიშვნელოვან მატებას აფიქსირებს M1 ჩიპზე მომუშავე წინა თაობის MacBook Air-თან შედარებით. ფოტოს წყარო: apple.com ახალი MacBook Air-ის ტესტის ქულები არ არის გასაოცარი, მაგრამ 2020 წლის მოდელთან შედარებით გაუმჯობესება აშკარაა. Apple M2 ჩიპიან მოდელსა და მის წინამორბედს შორის ყველაზე შესამჩნევი განსხვავებაა გრაფიკული ქვესისტემა, თუმცა კომპანიამ მოახერხა CPU-ს წარმადობის მატების მიღწევაც. Apple M1 და M2 ჩიპებზე მომუშავე MacBook Air-ის ტესტების შედარება: M2 ჩიპის მქონე MacBook Air-მა მოიპოვა საშუალოდ 1904 ქულა ერთბირთვიან Geekbench-ტესტში და 8838 ქულა - მრავალბირთვიან ტესტში. თუ ამ ციფრებს შევადარებთ M1-ზე მოქმედი MacBook Air-ის შედეგებს, გამოდის, რომ ერთბირთვიან ტესტში ახალი კომპიუტერი 11.61%-ით უფრო სწრაფია, მრავალბირთვიანში კი - 19.11%-ით. აღსანიშნავია, რომ ახალი MacBook Air ოდნავ ჩამოუვარდებოდა განახლებულ MacBook Pro-ს იმავე პლატფორმაზე: მან დააგროვა 1937 და 8962 ქულა ერთ- და მრავალბირთვიან ტესტებში, შესაბამისად. შესაძლოა, ამ შედეგს Pro ვერსიამ მიაღწია აქტიური გაგრილების სისტემის წყალობით, სტანდარტულ MacBook Air-ს კი გააჩნია სტანდარტული პასიური სისტემა ქულერების გარეშე. https://tinyurl.com/yeywwhys Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.