Magdalena Posted July 11, 2022 Posted July 11, 2022 MSI-ს პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდა მონიტორი Pro MP271CW, რომელიც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია ბიზნეს-მომხმარებლებზე. ახალი მოწყობილობა განკუთვნილია ყოველდღიური საოფისე ან დისტანციური სამუშაოსთვის. ფოტოს წყარო: MSI პანელი დამზადებულია 27-დუიმიან VA მატრიცაზე, გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD). დისპლეი რკალისებრია სიმრუდის 1500R რადიუსით: ასეთი მაჩვენებელი, როგორც მტკიცდება, ოპტიმალურია როგორც კომპიუტერული თამაშების, ისე ჩვეულებრივი აპლიკაციებისთვის. თვალებზე დატვირთვის შემცირების მიზნით წარმოდგენილია ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light სერტიფიკატით - TÜV. მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კონტრასტულობის - 4000:1, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მატრიცის რეაგირების დრო (GtG) 5 მილიწამის ტოლია, კადრის განახლების სიხშირე - 75 ჰერცი. უზრუნველყოფილია 97.7%-იანი sRGB ფერთა გამა. დიზაინის მხრივ მოწყობილობა მიეკუთვნება უჩარჩოო მონიტორების რიცხვს. მისი აუდიოსისტემა წარმოდგენილია 2x2 ვატიანი სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია ინტერფეისები HDMI 1.4b და D-Sub, ასევე სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს მხოლოდ ეკრანის დახრის კუთხე. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დამაგრება VESA სამაგრის მეშვეობით. მონიტორის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://tinyurl.com/ymwuucym Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.