Jump to content

Recommended Posts

Posted

MSI-ს პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდა მონიტორი Pro MP271CW, რომელიც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია ბიზნეს-მომხმარებლებზე. ახალი მოწყობილობა განკუთვნილია ყოველდღიური საოფისე ან დისტანციური სამუშაოსთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

პანელი დამზადებულია 27-დუიმიან VA მატრიცაზე, გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელ (Full HD). დისპლეი რკალისებრია სიმრუდის 1500R რადიუსით: ასეთი მაჩვენებელი, როგორც მტკიცდება, ოპტიმალურია როგორც კომპიუტერული თამაშების, ისე ჩვეულებრივი აპლიკაციებისთის. თვალებზე დატვირთვის შემცირების მიზნით წარმოდგენილია ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light სერტიფიკატით - TÜV. 

image.jpeg 

მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კონტრასტულობის - 4000:1, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მატრიცის რეაგირების დრო (GtG) 5 მილიწამის ტოლია, კადრის განახლების სიხშირე - 75 ჰერცი. უზრუნველყოფილია 97.7%-იანი sRGB ფერთა გამა. 

image.jpeg 

დიზაინის მხრივ მოწყობილობა მიეკუთვნება უჩარჩოო მონიტორების რიცხვს. მისი აუდიოსისტემა წარმოდგენილია 2x2 ვატიანი სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია ინტერფეისები HDMI 1.4b და D-Sub, ასევე სტანდარტული აუდიოკონექტორი. 

სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს მხოლოდ ეკრანის დახრის კუთხე. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დამაგრება VESA სამაგრის მეშვეობით. მონიტორის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.