Magdalena Posted June 30, 2022 Posted June 30, 2022 Apple-მა ცოტა ხნის წინ დეველოპერებისთვის განკუთვნილ კონფერენციაზე წარადგინა მორიგი პროცესორი M2 და მასზე დამყარებული MacBook-ის ორი მოდელი. წლის ბოლომდე ახალი მოწყობილობების რიცხვი უნდა გაიზარდოს. ჟურნალისტი მარკ გურმანი აცხადებს, რომ Apple ამავდროულად ამზადებს მომდევნო თაობის ჩიპ M3-ს. ასევე ითქვა, რომ ეს პროცესორი 2023 წელს შევა ოთხი ახალი Mac-ის შემადგენლობაში. ესენი იქნება - 13-დუიმიანი MacBook Air (J513), 15-დუიმიანი MacBook Air (J515) და iMac (J433). ასევე გამოვა 12-დუიმიანი MacBook, თუმცა ამჟამად ეს ლეპტოპი შემუშავების საწყის ეტაპზეა და მის შესახებ ინფორმაცია მცირეა. მიმდინარე წლის ბოლომდე M2 პროცესორების ვერსიების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. სიახლეებს შორის სახელდება მოდელები M2 Pro, M2 Max, M2 Ultra და M2 Extreme. Apple-ისგან მოსალოდნელია, რომ გამოვა M2 ჩიპზე დამყარებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობა, აგრეთვე 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro-ები M2 Pro და M2 Max ჩიპებით. მათ შემდეგ წარდგენილი იქნება Mac Pro მოდელი M2 Ultra-სა და M2 Extreme ჩიპებზე. M3 ჩიპს სავარაუდოდ გამოუშვებს კომპანია TSMC. M1 და M2 ჩიპები 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარემობა. თუკი M3 გამოვა 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, შედეგად გაიზრდება სიჩქარე და ენერგოეფექტურობა. https://tinyurl.com/53v7axtt
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now