Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია LG-მ დააანონსა საკმაოდ უჩვეულო მონიტორი 27BQ70QC-S. მოწყობილობა აგებულია IPS მატრიცაზე, რომლის ზომაა 27 დუიმი, გაფართოება - WQHD - 2560 × 1440 პიქსელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: LG 

პანელის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მბრუნავი ჩარჩო. იგი საშუალებას იძლევა მოწყობილობა განთავსდეს მაგიდაზე ან დაიკიდოს რამე ვერტიკალურ ზედაპირზე, მაგალითად, საოფისე ტიხარზე. მეორე შემთხვევაში საკმარისია მონიტორი უბრალოდ შემოტრიალდეს 180 გრადუსით და მომხმარებელმა გამოიყენოს სპეციალური დამჭერები (ფოტოზე). 

image.jpeg 

გარდა ამისა, აღჭურვილობაში შედის Full HD ფორმატის მოსახსნელი ვებ-კამერა, რომელიც პანელის განთავსების პოზიციიდან გამომდინარე მაგრდება დისპლეის ზედა ან ქვედა ნაწილზე. გათვალისწინებულია USB Type-C პორტი 65 ვატამდე ენერგიის მიწოდების შესაძლებლობით - მაგალითად, დაკავშირებული პორტატული კომპიუტერისთვის. 

image.jpeg 

მონიტორის სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კონტრასტულობის -  1000:1, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 75 ჰერცს, რეაგირების დრო  (GtG) 5 მილიწამი. მხარდაჭერილია 99%-იანი sRGB ფერთა გამა. 

მონიტორში წარმოდგენილია აუდიოსისტემა Waves MaxxAudio 2-2-ვატიანი სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია HDMI ინტერფეისი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. მოწყობილობა ხელსაყრელია კონფერენციის ვიდეოზარების ორგანიზებისთვის. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.