Magdalena Posted June 24, 2022 Posted June 24, 2022 შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან კრიპტოვალუტებს ბაზარზე გაზრდილი არასტაბილურობის ფონზე. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა. მისი თქმით ფედერალური რეზერვების სისტემა ჯერჯერობით ვერ ხედავს Bitcoin-ის ბაზარზე არსებული ვითარების მნიშვნელოვან გავლენას მაკროეკონომიკაზე. ამავდროულად, პაუელი თვლის, რომ კრიპტოვალუტების ინდუსტრიას სჭირდება „უკეთესი მარეგულირებელი ჩარჩო“: „ციფრული საფინანსო სექტორის ბევრი პროდუქტი გარკვეულწილად ჰგავს პროდუქტებს, რომლებიც არსებობს საბანკო სისტემაში ან კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ისინი ერთნაირად არ რეგულირდება. ჩვენ ეს უნდა გადავჭრათ“. 14-15 ივნისის შეხვედრის შემდეგ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთი ერთბაშად 75 საბაზისო პუნქტით - 1.5-1.75%-მდე გაზარდა. ამ მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ Bitcoin-ის ფასი მკვეთრად დაეცა, მაგრამ მოგვიანებით ოდნავ მოიმატა. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა იყიდება დაახლოებით 20300 აშშ დოლარად. BTC/USDT-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. Arcane Research-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Bitcoin-ის ფასი 10350 აშშ დოლარამდე შემცირდება. https://tinyurl.com/zxc7v2ds
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now