Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

გეიმინგ ვიდეო დაფის შეძენას, როგორც წესი, წინ უძღვის დიდი რაოდენობით მიმოხილვის ნახვა სხვადასხვა პუბლიკაციიდან. სწორი არჩევანის გასაკეთებლად ხანდახან საკმაოდ დიდი დრო უნდა დახარჯო ვიდეო დაფების შედარების და საუკეთესო გამოსავლის პოვნაში არა მხოლოდ სუფთა წარმადობის, არამედ წარმადობა/ფასის თანაფარდობის კუთხითაც. შერჩევის გამარტივება შესაძლებელია ყველა ვიდეო დაფის სტატისტიკის მქონე მზა ინსტრუმენტებით და ამგვარი ინსტრუმენტი უკვე ხელთ აქვს კომპანია AMD-ს, აცხადებს Neowin. 

image.png 

შესაძლებელია არჩეულ იქნას გაფართოება, გრაფიკის პარამეტრები და გრაფიკული API. წყარო: AMD GPU Comparison Tool 

GPU Comparison Tool საშუალებას იძლევა შედარდეს AMD-ს ვიდეო დაფები ერთმანეთს და კონკურენტ NVIDIA-ს დაფებსაც კი. ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობით თამაშების შედეგები, შესაძლებელია გაფართოების არჩევა, გრაფიკისა და გრაფიკული API-ს  კონფიგურირება, თუმცა ბოლო ორი მათგანის შემთხვევაში ბევრი თამაშისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი ვარიანტია ხელმისაწვდომი. შედეგები წარმოდგენილია AMD-სა და NVIDIA-ს თანამედროვე სერიებისთვის, შესაძოა ბაზაში დაემატო Intel-ის ვიდეო დაფები მას შემდეგ, რაც ყველა მოდელი გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებელია ვიდეო დაფები შედარდეს არა მხოლოდ საშუალო FPS-ის, არამედ FPS/$ შეფარდების მხრივ. გაანგარიშებისთვის კომპანია იყენებს ვიდეო დაფის ყველაზე დაბალ ღირებულებას სავაჭრო პლატფორმა Newegg-ზე. 

AMD აღნიშნავს, რომ "...სრული გამჭვირვალობის მიზნით შედარება ხდება ასევე NVIDIA RTX 3000 სერიის გრაფიკულ დაფებთან. წარმადების ყველა მაჩვენებელი გაზომილია და დამოწმებულია AMD-ის შიდა ლაბორატორიებში." პროგრამული უზრუნველყოფისა და სატესტო სტენდების კონფიგურაციების შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია გრაფიკების ქვეშ და სქოლიოებში, რადგან AMD Radeon RX 6700, GeForce 3060 Ti და უფრო მაღალი წარმადობის დაფების ტესტირება ხდება AMD Ryzen 9 5900X სისტემებზე, სხვა კონფიგურაციებისთვის კი გამოიყენება Ryzen 5 5600X. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.