Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია Intel მალე გამოუშვებს მცირე NUC 12 ფორმ-ფაქტორის გეიმინგ დესკტოპს, სახელწოდებით Serpent Canyon. მოწყობილობები დაფუძნებული იქნება Alder Lake აპარატულ პლატფორმაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Baidu / Intel 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Core i7-12700H თოთხმეტი ბირთვით - 6 ბირთვი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. შესაძლებელია ინსტრუქციის ერთდროულად ოცამდე ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს აღწევს.  

image.jpeg 

ღჭურვილობაში შედის დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A770M ჩიპ ACM-G100-ის ბაზაზე, რომელსაც 32 Xe ბირთვი აქვს. GDDR6 მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს, ენერგომოხმარების დიაპაზონია 120-დან 150 ვატამდე. 

კომპიუტერზე ხელმისაწვდომია ქსელის კონტროლერი Intel 2.5G Ethernet და Wi-Fi 6E უსადენო კავშირის ადაპტერი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობისა და მონაცემთა სანა ქვესისტემის კონფიგურაციების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. 

image.jpeg 

კომპიუტერის ფრონტალურ პანელზე ხელმისაწვდომია SDXC სლოტი, ინტერფეისები Thunderbolt 4 და USB 3.2 Type-A, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოჰაბი. უკანა მხარეს განთავსებულია HDMI 2.1 და DisplayPort 2.0 კონექტორები, ოთხი პორტი USB Type-A, RJ45 პორტი ქსელის სადენისთვის, ასევე ინტერფეისი Thunderbolt 4. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. 

image.jpeg 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.