Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Bitpro Consulting-ის ინფორმაციის თანახმად ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მაინერებმა გრაფიკული ამაჩქარებლების შეძენაზე დახარჯეს არანაკლებ 15 მლრდ აშშ დოლარი. თავის მხრივ JPR აცხადებს, რომ 2021 წელს თიელერებმა განახორციელეს 49 მიიონზე მეტი ვიდეო დაფის რეალიზაცია, რომელთაგან ერთი ეგზემპლარის საშუალო ღირებულება დაახლოებით 1050 აშშ დოლარი იყო. ამ ინფორმაციით წყარომ მარტივი გამოთვლა გააკეთა და მივიდა დასკვნამდე, რომ მაინერებმა შეისყიდეს მინიმუმ 14.2 მილიონი ვიდეო დაფა. ხაზგასმულია, რომ მონაცემები ძალიან მიახლოებითია - ზოგიერთმა მაინერმა შეიძინა კრიპტოვალუტის მაინინგზე სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლები, რომლებიც JPR-მ არ გაითვალისწინა, ზოგიერთმა კი ლეპტოპები გამოიყენა. 

სულ წელიწადნახევრის განმავლობაში მსოფლიოში გაიყიდა დაახლოებით 73-74 მილიონი დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებელი (სუპერდაბალბიუჯეტურების გამოკლებით). ეს ნიშნავს, რომ მაინერებმა იყიდეს საერთო რაოდენობის დაახლოებით ერთი მეხუთედი, რაც ადასტურებს ბევრი ექსპერტის თეზისს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კრიპტო ციებ-ცხელება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვიდეო დაფების ღირებულებასა და ხელმისაწვდომობაზე. ამ ჰიპოთეზის კიდევ ერთი მტკიცებულება არის ის ფაქტი, რომ კრიპტოზამთრის დადგომისა და ძირითადი კრიპტოვალუტების კურსის შემცირების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიაფდა გრაფიკული ამაჩქარებლები - კრიპტოისტერიის პიკის დროს ევროპის მაღაზიებში ვიდეო დაფები იყიდებოდა სარეკომენდაციო ფასზე 50-250%-ით ძვირად, ამჟამად კი უმეტესობა მოდელის ფასის გადამეტება მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს და მხოლოდ რამდენიმე ყველაზე პოპულარული მოდელის მიმდინარე ფასი ადის 20-30% განსხვავებამდე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.