Jump to content

Recommended Posts

Posted

ცოტა ხნის წინ გამომცემლობა Everyday Astronaut-ის ანგარიშზე გამოჩნდა სურათი, რომელშიც ნაჩვენებია SpaceX-ის Raptor 1 და Raptor 2 სარაკეტო ძრავები. პოსტის ავტორებ ვარაუდობდნენ, რომ Raptor 2-ის ძრავა დაახლოებით 1600 კგ-ს იწონის, ხოლო მისი წინა ვერსია 2000 კგ-ს იწონიდა. ლონ მასკმა კომენტარი გააკეთა ამ ჩანაწერზე და დაადასტურა გაჟღერებული ვარაუდები. 

image.jpeg 

სარაკეტო ძრავები Raptor 1 (მარცხნივ) და Raptor 2 (მარჯვნივ). ფოტოს წყარო: Everyday Astronaut / Twitter 

„დიახ, დაახლოებით 20%-ით მეტი წევა და 20%-ით ნაკლები მასა, თუმცა ძირითადი ყურადღება ენიჭება წარმოების სიჩქარესა და საიმედობას. მასა, წევა და სიჩქარე გაუმჯობესდება ისევე, როგორც წარმოების სიჩქარე, საიმედოობა და ღირებულება. ეს არის ერთადერთი მეთოდი - გახდეს ცხოვრება მრავალპლანეტური და გაფართოვდეს ცნობიერება“ - დაწერა მასკმა. 

შეგახსენებთ, რომ ძრავ Raptor 2-ის გამოყენება იგეგმება Starship-ის კოსმოსში გასაშვებად. იგი ამჟამად განთავსებულია ასაფრენ პლატფორმა Starbase-ზე ბოკა ჩიკაში, ტეხასი. SpaceX მუშაობს აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) ლიცენზიის მოპოვებაზე Starship-ის პირველი ორბიტალური გაშვების ჩასატარებლად. ამისათვის კომპანიას მოუწევს 75 ცვლილების შეტანა გამშვებ პლატფორმაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.