Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Lenovo-მ წარადგინა მომავლის პორტატული კომპიუტერების საკუთარი ხედვა. კონცეფციამ, სახელად MOZI, უკვე მოიპოვა ჯილდო Red Dot Design Award 2022. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Red Dot 

ლეპტოპს, თუკი შეგვიძლია მას ასე ვუწოდოთ, დისპლეი არ აქვს. ამის ნაცვლად კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია პროექტორი, რომელსაც შეუძლია გამოსახულების ფორმირება კედელზე ან რამე სხვა ნათელ ზედაპირზე, მაგალითად, ცალკეულ პროექციულ ეკრანზე. 

image.jpeg 

მოწყობილობის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია მოძრავი, გამოსაწევი კლავიატურა, რომელიც კორპუსშია ჩამალული. შესაძლებელია მისი მთლიანად მოხსნა ვიდეომასალების ან პრეზენტაციის ყურებისას, რის შედეგად მაგიდაზე ადგილი დაიზოგება. თავად კლავიატურა კომპაქტურია - მარჯვენა ნაწილში არ აქვს ციფრული ღილაკები. 

image.jpeg 

როგორც ფოტოებზე ვხედავთ, პორტატული კომპიუტერისთვის განკუთვნილია აუდიოსისტემა Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. 

მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები არ არის მოცემული, რადგან ჯერჯერობით იგი მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობს. კომერციულ ბაზარზე ასეთი „ლეპტოპის“ გამოჩენის შესაძლო დროზე არაფერია ცნობილი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.