Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

დიდი ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრო აპირებს ქვეყანა და მისი დედაქალაქი ლონდონი „კრიპტოცენტრად“ აქციოს. ამის შესახებ სააგენტოს უფროსმა კრის ფილპმა განაცხადა, წერს Bloomberg. 

ამავდროულად ხელისუფლება აპირებს ყურადღებით შეისწავლოს ფულის შესაძლო გათეთრების ან სანქციების გვერდის ავლით კრიპტოვალუტების გამოყენებ, აღნიშნა მან. 

ფილპმა განაცხადა, რომ რეგულირების „სწორი ბალანსისთვის“ მჭიდროდ თანამშრომლობენ სახაზინოსთან, ინგლისის ბანკთან და მის პრუდენციალური რეგულირების სამმართველოსთან, აგრეთვე ფინანსური ზედამხედველობის ორგანოსთან.  

მარტში დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა კრიპტოვალუტების მარეგულირებელი ჩარჩოს ფორმირების პრინციპები ფინანსური სტაბილურობის სამომავლო რისკებზე აქცენტით. 

აპრილში პრუდენციალური რეგულირების ოფისმა გაზარდა მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტი ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ რისკებთან საბრძოლველად. 

სახაზინომ განაცხადა, რომ გეგმავს Stablecoin-ების რეგულირების ჩართვას გარდა ალგორითმულგადახდის მექანიზმისა ფინანსური სერვისებისა და ბაზრების კანონპროექტში. 

მოგვიანებით დააგენტომ საჯარო განხილვისთვის წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ზომებს Stablecoin-ების კრახისგან დაცვის მიზნით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.