Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანია Boring Company-მ ლას-ვეგასის ხელისუფლებისგან ქალაქის ცენტრის ქვეშ გვირაბების ქსელის გაფართოებისთვის ერთიანი ნებართვა მიიღო. შედეგად შესალებელი გახდება დაემატოს ახალი სადგურები მგზავრებისთვის, რომლებიც Tesla-ს ელექტრომობილებით მგზავრობენ მეგაპოლისის ქვეშ ლოკაციებზე - Stratosphere და ფრიმონტ-სტრიტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Boring Company 

გვირაბების ქსელი Vegas Loop მშენებლობის დასრულებისას უნდა იყოს ჯამში დაახლოებით 50 კმ. სიგრძის და ჰქონდეს 51 გაჩერების სადგური. ჯერჯერობით გვირაბების სიგრძე 3 კილომეტრია და ისინი განლაგებულია საკონფერენციო ცენტრ Las Vegas Convention Center-ის (LVCC) ქვეშ. შედეგად შესაძლებელია 25-წუთიანი ფეხით სასიარული გზა გადაიქცეს მიწის ქვეშ ორწუთიან სამგზავრო მონაკვეთად. ჯერჯერობით გამოიყენება Tesla Model X და Y ელექტრომობილები რეალური მძღოლებით, მაგრამ მომავალში ისინი ავტონომიურად იმოძრავებენ. 

წელს CES 2022 IT გამოფენის ვიზიტორებს საშუალება მიეცათ შეემოწმებინათ სისტემა, ამასთან, ბევრ მათგანზე, ვინც ქალაქის მეტროთი სარგებლობდა, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ბევრი ჩიოდა გვირაბში საცობების გამო, რომელიც ერთდროულად 70 მანქანაზე მეტს ვერ იტევს. მიუხედავად ამისა, CES-ის მიმდინარეობის პერიოდში სისტემას ყოველდღიურად გადაჰყავდა დაახლოებით 15-17 ათასი მგზავრი. 

ახალი ნებართვა აახლოებს Boring Company მიზნის მიღწევას - სატრანსპორტო სისტემის აშენებას, რომელიც ლას-ვეგასში ყველაზე პოპულარულ ადგილებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გასულ ოქტომბერში კომპანიამ მიიღო მშენებლობის ნებართვა ლას-ვეგას სტრიპის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს მგზავრების სწრაფ გადაყვანას სასტუმროებში, კაზინოებში და აეროპორტშიც კი. კომპანიამ მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. 

ქალაქის ხელისუფლების პროგნოზით სტრიპის ქვეშ არსებული გვირაბების სისტემა 2023 წელს დაიწყებს მომხმარებლების მომსახურებას. მოსალოდნელია, რომ LVCC ცენტრისა და Resorts World გასართობი კომპლექსის დამაკავშირებელი მონაკვეთი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.