Jump to content

Recommended Posts

Posted

მეორე კვარტალის დასრულებამდე არც ისე დიდი დრო რჩება, ამიტომ Morgan Stanley-ს ექსპერტებმა გადაწყვიტეს საანგარიშო პერიოდი შეაჯამონ ბაზრის მონაწილეების აქტივობაზე მოქმედი უარყოფითი ფაქტორების კუთხით. ანალიტიკოსების აზრით ინვესტორების ძირითადი ნაწილი პირველ რიგში შეშფოთებულია ნახევრადგამტარი კომპონენტების მუდმივი დეფიციტით. ნახევრადგამტარ კომპონენტებზე მოთხოვნის შემცირების ალბათობა ინვესტორებსა და მომწოდებლებს გაცილებით ნაკლებად აწუხებს, თუმცა ეს პრობლემა შეიძლება მეორე ადგილზე დადგეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Getty Images 

Morgan Stanley-ის წარმომადგენლების თქმით კომპანიების უკვე გამოქვეყნებულმა კვარტალურმა ანგარიშებმა გაამართლა მათი მოლოდინი, ამ თვალსაზრისით სიურპრიზები არ ყოფილა. ბაზრის მონაწილეებს შორის დიდი შეშფოთებაა უკრაინის ომის, ასევე ჩინეთის ლოქდაუნის მიერ გამოწვეული შედეგების მხრივ. მოგეხსენებათ, ბევრი ექსპერტი ელოდება მოთხოვნის შემცირებას სმარტფონებისა და კომპიუტერების სეგმენტში, მაგრამ კომპონენტების მომწოდებლების თვალსაზრისით ამ ფაქტორის გავლენა შეიძლება შემცირდეს ბაზრის სხვა სეგმენტებიდან მოთხოვნის გადანაწილებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.