Magdalena Posted June 13, 2022 Posted June 13, 2022 პლატფორმა JD-ზე გაჩნდა ინფორმაცია MSI-ს ახალი გეიმინგ დესკტოპის შესახებ, რომლის გაყიდვაც უახლოეს მომავალში დაიწყება. მოწყობილობა დამყარებულია აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. ფოტოს წყარო: JD მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Core i7-12700KF. ჩიპი შეიცავს 12 ბირთვს, მათ შორისაა რვა მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი. შესაძლებელია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ს აღწევს. დესკტოპ კომპიუტერის განსაკუთრებული მახასიათებელია გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A380. ცნობილია, რომ ამ ამაჩქარებელს აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით. FP32 ბირთვების რაოდენობაა 1024, Xe ბირთვებისა - რვა. აღსანიშნავია, რომ ამაჩქარებელს ქარხნული აჩქარება აქვს. საბაზისო კონფიგურაციის პერსონალურ კომპიუტერს აქვს 8 გბ DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ მოცულობის SSD. კომპლექტაციის შესაბამისად გამოყენებულია 550 ან 650 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ახალი კომპიუტერების საორიენტაციო ფასი და მიწოდების დრო ამჟამად უცნობია. https://tinyurl.com/zayer8xe Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.