Jump to content

Recommended Posts

Posted

პლატფორმა JD-ზე გაჩნდა ინფორმაცია MSI-ს ახალი გეიმინგ დესკტოპის შესახებ, რომლის გაყიდვაც უახლოეს მომავალში დაიწყება. მოწყობილობა დამყარებულია აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: JD 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Core i7-12700KF. ჩიპი შეიცავს 12 ბირთვს, მათ შორისაა რვა მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი. შესაძლებელია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ს აღწევს. 

დესკტოპ კომპიუტერის განსაკუთრებული მახასიათებელია გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A380. ცნობილია, რომ ამ ამაჩქარებელს აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით. FP32 ბირთვების რაოდენობაა 1024, Xe ბირთვებისა - რვა. აღსანიშნავია, რომ ამაჩქარებელს ქარხნული აჩქარება აქვს. 

image.jpeg 

საბაზისო კონფიგურაციის პერსონალურ კომპიუტერს აქვს 8 გბ DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ მოცულობის SSD. კომპლექტაციის შესაბამისად გამოყენებულია 550 ან 650 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. 

ახალი კომპიუტერების საორიენტაციო ფასი და მიწოდების დრო ამჟამად უცნობია.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.