Magdalena Posted June 10, 2022 Posted June 10, 2022 Jon Peddie Research (JPR) მონაცემებით ვიდეო დაფების მიწოდება პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 13.4 მილიონი ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი 32.2%-ით აღემატება გასული წლის პირველი კვარტლის შედეგებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი კვარტლის გრაფიკული დაფების მიწოდება საშუალოდ 4.9%-ით ნაკლები იყო მის წინა კვარტალთან შედარებით. კვარტალში გამოვიდა 8.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დისკრეტული გრაფიკული ბარათები, წინა კვარტლის 12.4 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. ეს განპირობებულია საშუალო ღირებულების კლებით, რასაც ასე ელოდნენ გეიმერები წლების განმავლობაში. Nvidia ლიდერობს ბაზრის 75%-იანი წილით, AMD-ის წილი გაიზარდა 24%-მდე. მეორე კვარტალში მოსალოდნელია ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობის 20%-ით შემცირება. ზრდა მოსალოდნელია წლის ბოლოს ახალი თაობის დაფებისა და ბაზარზე Intel-ის ვიდეო დაფების გამოსვლის გამო. JPR დაახლოებით 35 წელია თვალყურს ადევნებს ვიდეო დაფების მიწოდებას. 1998 წელს მიწოდების მოცულობამ პიკს მიაღწია და შეადგინა 116 მილიონი. 2020 წელს მოხდა მხოლოდ 42 მილიონი გრაფიკული ბარათის მიწოდება, გასულ წელს კი - 50 მილიონის, წერს Techspot. https://tinyurl.com/yreuseem
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now