Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ამერიკელმა სენატორებმა სინტია ლამისმა და კირსტენ ჯილიბრანდმა წარმოადგინეს ორპარტიული კანონპროექტის სრული ვერსია კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების შესახებ, წერს The Washington Post. 

დოკუმენტი, სახელწოდებით „საპასუხისმგებლო ფინანსური ინოვაციების კანონი“ მოიცავს ციფრული აქტივებისა და ვირტუალური ვალუტების იურიდიულ განმარტებას, აგრეთვე განსაზღვრავს ზედამხედველობის სააგენტოების უფლებამოსილებებს. 

კანონპროექტის დებულებები კრიპტოსერვისების პროვაიდერებს ავალდებულებს გაასაჯაროვონ ინფორმაცია, რათა მომხმარებლებმა მიიღონ ინფორმირებული, საფუძვლიანი გადაწყვეტილებები. 

„კანონპროექტი ადგენს მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ინოვაციებს, განავითარებს მკაფიო სტანდარტებს, განსაზღვრავს შესაბამის იურისდიქციულ საზღვრებს და იცავს მომხმარებლებს“, - განაცხადა ილიბრანდმა. 

Cinneamhain Ventures-ის პარტნიორმა Adam Cochran-მა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა „ზოგადად სიცხადეს მოუტანს აშშ-კრიპტო ინდუსტრიას, მაგრამ გამოიწვევს უზარმაზარ ხარჯებს და გაზრდის პრობლემებს“. 

მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დებულებაზე, მათ შორის მოხსენიებული იყო: 

  • DAO-ების, ბირჟების და Stablecoin-ების ემიტენტების ლეგალური რეგისტრაციის საჭიროება; 

  • Stablecoin-ების ოპერატორები რეგულაციაში ფაქტობრივად გაიგივებულია ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებთან სარეზერვო გირაოს და სხვა გირავნობის სავალდებულო ხელმისაწვდომობასთან; 

  • ინფორმაციის გაზიარების მკაცრი მოთხოვნები; 

  • ბირჟის ზედამხედველობის მკაცრი ზომები. 

მისი აზრით პირველი მათგანი მნიშვნელოვან სირთულეებს მოუტანს DeFi-ის პროექტებს, მაგრამ გაართულებს სექტორში არაკეთილსინდისიერ საქმიანობას. სხვა მოთხოვნები გაზრდის ხარჯებს კრიპტო კომპანიებისა და ბირჟებისთვის, მაგრამ გააუმჯობესებს ლისტინგის ხარისხს და მომხმარებელთა დაცვას. 

ექსპერტმა დადებით ფაქტორებს შორის აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა მოხვდება CFTC-ის იურისდიქციის ქვეშ, როგორც ციფრული სასაქონლო აქტივები. 

Cochran-მა აღნიშნა, რომ თუ კანონის მიღება მოხდება, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზრის მსხვილი მოთამაშეები გაიმარჯვებენ, მაგრამ უახლოეს მომავალში მონაწილეთა 99%-ს "მტკივნეული პერიოდი" ემუქრება. 

შეგახსენებთ, რომ სენატორებმა ეს კანონპროექტი 2021 წლის დეკემბერში დააანონსეს. მარტში პოლიტიკოსებმა გამოაქვეყნეს მისი ზოგიერთი დეტალი, მათ შორის ზედამხედველობის გაყოფა CFTC-სა და SEC-ს შორის. 

მაისში მისმა განმარტა, რომ დოკუმენტი არ შეიცავს დებულებებს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) შესახებ მათი კლასიფიკაციის სირთულის გამო. 

Posted

ისიც უნდა მიეწერათ რომ კორეელი ხვონის ნაირებს ცუდი დღეები ელით თუ ეგ ზაკონი დადგინდა, შეიძლება დაჟე გრძელვადიანი ციხეც და უფრო მკაცრი შტრაფები, ეგრე ადვილი აღარ იქნება მახინაციების შემდეგ ზაკონის გვერდის ავლა დასჯის გარეშე, ალბათ მაინც უფრო უკეთესი იქნება დიდი ტრეიდერები-ვეილსებისთვის ეგეთი კანონი, აფერისტებს და მახინატორებს კი მოუწევთ უკან დახევა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.