Magdalena Posted June 7, 2022 Posted June 7, 2022 გაქრება ათასობით არსებული ტოკენი და მნიშვნელოვნად შემცირდება ბლოკჩეინის პლატფორმების რაოდენობა. ასე მიიჩნევს ზოგიერთი ექსპერტი, რომლებიც კრიპტოვალუტების ბაზარზე მუშაობენ, წერს CNBC. Web3 Foundation-ის ხელმძღვანელი ბერტრან პერესი თვლის, რომ ინდუსტრიაში ამჟამად არის „ძალიან ბევრი ბლოკჩეინი და ტოკენი“: ”ისევე, როგორც ინტერნეტის გამოჩენის დასაწყისში, როდესაც არსებობდა ბევრი dot-com კომპანია და ბევრი მათგანი თაღლითური იყო, არ მოუტანიათ რაიმე ღირებულება და ეს ყველაფერი გაქრა. ახლა ჩვენ გვყავს ძალიან სასარგებლო და ლეგალური კომპანიები“. Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუზმა აღნიშნა, რომ ბაზარზე მომავალში "ათობით" კრიპტოვალუტა დარჩება: „საკითხავია, გვჭირდება თუ არა დღეს 19000 ახალი [ციფრული] ვალუტა. ფიატ სამყაროში დაახლოებით 180 ვალუტაა“. Guggenheim-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა კრიპტოვალუტების უმეტესობას ნაგავი უწოდა და განაცხადა, რომ კრიპტოზამთარს მხოლოდ Bitcoin და Ethereum გადაურჩება. https://tinyurl.com/akzawkjd
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now