Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

რესურს VideoCardz-მა გააზიარა NVIDIA RTX 4000 სერიის გამოსვლის წინასწარი გრაფიკი. ახალი სერიის პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წლის აგვისტოში. თავდაპირველად გაყიდვაში გამოვა ფლაგმანური დაფა RTX 4090 24 გბ ვიდეომეხსიერებით. მას ექნება დაახლოებით 50%-ით მაღალი წარმადობა გასული თაობის RTX 3090-თან შედარებით. ამ მოდელის საორიენტაციო საცალო ფასი იქნება დაახლოებით 1900 აშშ დოლარი. PCB არაფრით იქნება განსხვავებული RTX 3090 Ti-სგან - მიმდინარე წელს NVIDIA-ს დაგეგმილი აქვს თანხის დაზოგვა ახალი PCB-ის შემუშავებაში.  

image.jpeg 

სექტემბერში გაყიდვაში გამოვა RTX 4080, წარმადობით იგი RTX 3090 Ti-ს მსგავსი იქნება, მისი ვიდეომეხსიერების მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. ოქტომბრიდან კი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საშუალო სეგმენტის დაფა RTX 4070 12 გბ, წარმადობით ეს ვიდეო დაფა მიუახლოვდება RTX 3080-ს. RTX 4060 და მასზე უფრი სუსტი დაფების საცალო ვაჭრობაში გამოსვლა 2023 წლის პირველ კვარტალზე ადრე მოსალოდნელი არ არის. ეს ვიდეო დაფები ნაკლებად საინტერესო იქნება წარმადობის კუთხით. RTX 4060-ის წარმადობა გადააჭარბებს RTX 3060 Ti-ს, თუმცა ჩამორჩება RTX 3070-ს და მისი შეძენა გამართლებული იქნება მხოლოდ მეტად მიმზიდველი ფასის შემთხვევაში. 

image.jpeg 

ტექნოლოგიური თვალსაზრისით NVIDIA-ს ვიდეო დაფების 4000-სერიაში გამოყენებული იქნება TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ვიდეოჩიპები. და ეს, ანალიტიკოსების აზრით, იქნება დიდი გარღვევა, რადგან წინა თაობა იწარმოებოდა Samsung-ის უკვე მოძველებული 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. სხვა მხრივ, ჩიპების ახალი თაობა Ada Lovelace იქნება წარმატებულ არქიტექტურა Ampere-ის განვითარება და ლოგიკური გაგრძელება. NVIDIA-ს განცხადებით RTX4000 ვიდეო დაფების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის და ახალი პროდუქტების საცალო გაყიდვამდე პროდუქციის მნიშვნელოვანი მარაგი შეიქმნება. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.