Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ თვეში Tesla-ს ხელმძღვანელმა დააანონსა მეორე ღონისძიება AI Day, რომელიც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მისი ჩატარების გრაფიკის ცვლილებას თან ახლდა კარგი და ცუდი სიახლეების ტრადიციული კომბინაცია. ცუდი სიახლეა თარიღის გადაწევა 30 სექტემბრამდე, თუმცა Tesla-მ პირობა დადო, რომ შედგება ადამიანისმაგვარ რობოტ Bot-ის (Optimus) დემონსტრირება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

მასკმა ამგვარი რობოტების გამოშვების გეგმის შესახებ პირველად გასულ წელს ისაუბრა და განაცხადა, რომ მუშა პროტოტიპს 2022 წლის ბოლომდე წარადგენს, ასევე პირობა დადო, რომ მის განვითარებაზე მიმდინარე წელს მობილიზდება ისე, რომ რობოტის წარმოების დაწყება 2023 წლიდანვე იქნება შესაძლებელი. მიმდინარე კვირაში მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ღონისძიება AI Day ჩატარდება 30 სექტემბერს სწორედ იმ მიზნით, რომ მოხდეს რობოტ Optimus-ის მუშა პროტოტიპის დემონსტრაცია.  

შეგახსენებთ, Tesla Bot-ის თავდაპირველი ვერსიის მახასიათებლების მიხედვით მისი სიმაღლეა 173 სმ, წონა - დაახლოებით 57 კილოგრამი და შეუძლია აწიოს 68 კგ-მდე ტვირთი, თუმცა შეუძლია მხოლოდ 20 კილოგრამის გადაადგილება, ხოლო გაშლილი ხელებით აწევს მხოლოდ 4.5 კგ-ს. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარეა 8 კმ/სთ. რობოტის კონსტრუქციაში გამოყენებულია 40 მექანიკური ძრავი, Tesla-ს ელექტრომობილებისგან ნასესხები აპარატული პლატფორმა კი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს რობოტის სწავლება საფირმო ნეიროქსელის მეშვეობით.  

მასკმა წინასწარ გააფრთხილა განსაკუთრებით დაეჭვებული პირები, რომ არ არსებობს „მანქანების აჯანყების“ ორგანიზების შესაძლებლობა ამ რობოტების მეშვეობით და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იქნება, იგი შეძლებს რობოტისგან თავის დაღწევას. Tesla Optimus-ის გამოყენების პირველი სფერო იქნება ტეხასში არსებული ქარხანა, სადაც იგი მონოტონურ ოპერაციებს შეასრულებ- თავდაპირველად მარტივ და რთული მანიპულაციების საჭიროების არმქონე დავალებებს. მაგალითად, ასეთ რობოტებს მიანდობენ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მათ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისი წონის ტვირთის გადაზიდვას.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.