Jump to content

Recommended Posts

Posted

წლის დასაწყისში ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ PS VR2 მასობრივ წარმოებაში ჩაეშვებოდა 2022 წლის მეორე ნახევარში, ხოლო ბაზარზე მეოთხე კვარტალში გამოვიდოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა მოსალოდნელი შეფერხების შესხებ. ამჟამად ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ მომდევნო თაობის VR ჰედსეტი 2023 წლის დასაწყისში გამოვა. 

Sony მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად აზიარებს PS VR2-ის მახასიათებლებს. ამჟამად ცნობილია მისი გარეგნული დიზაინი, ასევე ტექნიკური მახასიათებლები და ახალი ფუნქციები, როგორიცაა მზერის მიმართულების გამორკვევა. თუმცა Sony-ს ოფიციალურად არ განუცხადებია არც გამოსვლის და არც რელიზის თარიღი. 

ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს თქმით PS VR2 მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება მიმდინარე წლის ბოლოს, პირველ ეტაპზე გამოვა 1.5 მილიონი ერთეული, გამოშვება კი შედგება 2023 წლის 1 კვარტალში. გაურკვეველია, ანალიტიკოსი გულისხმობს კალენდარული წლის პირველ კვარტალს, რომელი იანვრიდან მარტამდე გრძელდება, თუ მოიაზრებს ფინანსური წლის პირველ კვარტალს, რომელიც აპრილიდან ივნისამდე პერიოდს მოიცავს. 

Sony-ს ჯერ არ დაუდასტურებია გამოსვლის თარიღი, თუმცა კომპანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჰედსეტისთვის უკვე გამზადებულია ოცზე მეტი თამაში. PS VR2-ისთვის განკუთვნილ თამაშებს მოქმედებაში პირველად ვიხილავთ ახალ სტრიმ State of Play-ს დროს მიმდინარე კვირის ბოლოსთვის. ჯერჯერობით ერთადერთი ოფიციალურად დაანონსებული თამაშია Horizon: Call of the Mountain - ახალი თამაში, რომლის მოქმედება ხდება იმავე სამყაროში, რომელშიც Horizon Zero Dawn და Forbidden West. 

image.png 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.