Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს Angstronomics-მა დაიწყო ინფორმაციის გაზიარება იმ პროდუქტებზე, რომელთა დემონსტრირება ამა თუ იმ ფორმით შედგა გამოფენა Computex 2022-ზე. როგორც ყოველთვის, ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოჩნდა სიახლეების „მეორე ტალღა“, რომელიც ემყარება გამოფენის კულუარებიდან მიღებულ ცნობებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Lisa Su 

წყარო ამტკიცებს, რომ Socket AM5 Ryzen 7000 პროცესორების დიაპაზონში შედის მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ ავტომატურად გაზარდონ მინიმუმ ერთ-ერთი ბირთვის სიხშირე 5.85 გჰც-მდე. ამასთან, როგორც ვებ-გვერდის წარმომადგნლები აღნიშნავენ, პროცესორ Raphael-ის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც AMD-მ გასულ კვირაში Blender-ში მუშაობისას წარმადობის დემონსტირებისთვის გამოიყენა, მუშაობდა 5.55 გჰც-ზე.  

ისინი ამტკიცებენ, რომ Ryzen 7000 ხაზში არ შევა მოდელები, რომელთა ბირთვების რაოდენობა 16-ს აღემატება. ორი კრისტალი თითოეულზე 8  ბირთვით - ეს არის მაქსიმუმი, რომლის მოლოდინიც დასაშვებია განლაგების მიზეზების გამო. კიდევ ორი კრისტალის დამატება შეზღუდული ფართობის პირობებში, რაც განპირობებულია გაგრილების სისტემის დამაგრების თვალსაზრისით Socket AM4-თან თავსებადობის შენარჩუნების აუცილებლობის გამო, უბრალოდ შეუძლებელია. 

პირველწყაროს მონაცემების თანახმად AMD-ის შიდა მიზნები Zen 4 პროცესორების წარმადობის ზრდის კუთხით გულისხმობს Zen 3-თან შედარებით სიჩქარის 7%-ით მატებას ერთნაკადიან დატვირთვაში და 10%-ით ზრდას - მრავალნაკადიან ამოცანებში. სიხშირის პოტენციალის ზრდის შეჯამებით უზრუნველყოფილი იქნება თვალშისაცემი პროგრესი. Ryzen 7000 სერიის პროცესორების ბაზარზე გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.