Magdalena Posted June 1, 2022 Posted June 1, 2022 რესურს Angstronomics-მა დაიწყო ინფორმაციის გაზიარება იმ პროდუქტებზე, რომელთა დემონსტრირება ამა თუ იმ ფორმით შედგა გამოფენა Computex 2022-ზე. როგორც ყოველთვის, ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოჩნდა სიახლეების „მეორე ტალღა“, რომელიც ემყარება გამოფენის კულუარებიდან მიღებულ ცნობებს. ფოტოს წყარო: Twitter, Lisa Su წყარო ამტკიცებს, რომ Socket AM5 Ryzen 7000 პროცესორების დიაპაზონში შედის მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ ავტომატურად გაზარდონ მინიმუმ ერთ-ერთი ბირთვის სიხშირე 5.85 გჰც-მდე. ამასთან, როგორც ვებ-გვერდის წარმომადგნლები აღნიშნავენ, პროცესორ Raphael-ის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც AMD-მ გასულ კვირაში Blender-ში მუშაობისას წარმადობის დემონსტირებისთვის გამოიყენა, მუშაობდა 5.55 გჰც-ზე. ისინი ამტკიცებენ, რომ Ryzen 7000 ხაზში არ შევა მოდელები, რომელთა ბირთვების რაოდენობა 16-ს აღემატება. ორი კრისტალი თითოეულზე 8 ბირთვით - ეს არის მაქსიმუმი, რომლის მოლოდინიც დასაშვებია განლაგების მიზეზების გამო. კიდევ ორი კრისტალის დამატება შეზღუდული ფართობის პირობებში, რაც განპირობებულია გაგრილების სისტემის დამაგრების თვალსაზრისით Socket AM4-თან თავსებადობის შენარჩუნების აუცილებლობის გამო, უბრალოდ შეუძლებელია. პირველწყაროს მონაცემების თანახმად AMD-ის შიდა მიზნები Zen 4 პროცესორების წარმადობის ზრდის კუთხით გულისხმობს Zen 3-თან შედარებით სიჩქარის 7%-ით მატებას ერთნაკადიან დატვირთვაში და 10%-ით ზრდას - მრავალნაკადიან ამოცანებში. სიხშირის პოტენციალის ზრდის შეჯამებით უზრუნველყოფილი იქნება თვალშისაცემი პროგრესი. Ryzen 7000 სერიის პროცესორების ბაზარზე გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. https://tinyurl.com/2p9a598a Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.