Magdalena Posted May 31, 2022 Posted May 31, 2022 DeFi აპლიკაციებში თანხების ჯამური ღირებულება (TVL) წლის დასაწყისიდან 55%-ით შემცირდა. 1 იანვარს სეგმენტის მთლიანმა TVL-მა 236 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, წერის მომენტისთვის ეს მაჩვენებელი 106 მილიარდია. წყარო: DeFi Llama. ჯერ კიდევ 9 მაისს dapp-ებში ჩართულმა ლიკვიდობამ 180 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, Terra-ს კრახის ფონზე მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, რაც ნათლად ჩანს ზემოთ მოცემულ გრაფიკზე. TVL-ის შემცირება ასევე დიდწილად კავშირშია ბაზრის დათვურ ტრენდთან. ბაზრის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 45.4%-ით შემცირდა. წყარო: CoinMarketCap. ზოგიერთი DeFi-ტოკენის ფასი 99%-ით არის შემცირებული მათ მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით. მაგალითად, ფაქტობრივად გაუფასურდა ლენდინგ-პროექტ Geist Finance-ის ტოკენი Fantom-ის ბაზაზე. ოქტომბერში იგი 30 აშშ დოლარად იყიდებოდა, ამჟამად კი მისი ფასი 0.01 აშშ დოლარია. ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე ტოპ-10 მონეტის ფასებიც კი 70%-ზე მეტით არის შემცირებული წლის დასაწყისის შემდეგ. წყარო: Messari წამყვანი დეცენტრალიზებული ბირჟა Uniswap-ის ტოკენის ფასი 72%-ით შემცირდა, Curve-ის აქტივი კი - 80%-ით. მანამდე JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Terra-სთან მიმართებაში განვითარებული მოვლენები იყო „მნიშვნელოვანი დარტყმა კრიპტო სამყაროსთვის“, მაგრამ ამ მოვლენამ შეზღუდული გავლენა იქონია DeFi ეკოსისტემაზე. მათი აზრით კრიპტოზამთარი ხანმოკლე იქნება ინდუსტრიაში ვენჩურული კაპიტალის შემოდინების გამო. https://tinyurl.com/3f28fsvk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.