Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

DeFi აპლიკაციებში თანხების ჯამური ღირებულება (TVL) წლის დასაწყისიდან 55%-ით შემცირდა. 

1 იანვარს სეგმენტის მთლიანმა TVL-მა 236 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, წერის მომენტისთვის ეს მაჩვენებელი 106 მილიარდია. 

image.png 

წყარო: DeFi Llama. 

ჯერ კიდევ 9 მაისს dapp-ებში ჩართულმა ლიკვიდობამ 180 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, Terra-ს კრახის ფონზე მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, რაც ნათლად ჩანს ზემოთ მოცემულ გრაფიკზე. 

TVL-ის შემცირება ასევე დიდწილად კავშირშია ბაზრის დათვურ ტრენდთან. ბაზრის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 45.4%-ით შემცირდა. 

image.png 

წყარო: CoinMarketCap. 

ზოგიერთი DeFi-ტოკენის ფასი 99%-ით არის შემცირებული მათ მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით. მაგალითად, ფაქტობრივად გაუფასურდა ლენდინგ-პროექტ Geist Finance-ის ტოკენი Fantom-ის ბაზაზე. ოქტომბერში იგი 30 აშშ დოლარად იყიდებოდა, ამჟამად კი მისი ფასი 0.01 აშშ დოლარია. 

ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე ტოპ-10 მონეტის ფასებიც კი 70%-ზე მეტით არის შემცირებული წლის დასაწყისის შემდეგ. 

image.png 

წყარო: Messari 

წამყვანი დეცენტრალიზებული ბირჟ Uniswap-ის ტოკენის ფასი 72%-ით შემცირდა, Curve-ის აქტივი კი - 80%-ით. 

მანამდე JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Terra-სთან მიმართებაში განვითარებული მოვლენები იყო „მნიშვნელოვანი დარტყმა კრიპტო სამყაროსთვის“, მაგრამ ამ მოვლენამ შეზღუდული გავლენა იქონია DeFi ეკოსისტემაზე. მათი აზრით კრიპტოზამთარი ხანმოკლე იქნება ინდუსტრიაში ვენჩურული კაპიტალის შემოდინების გამო. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.