Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე დღის წინ კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ Ryzen 7000 სერიის ჩიპები წარმოდგენილი იქნებოდა 170 ვატი PPT-ით,აც მაქსიმუმ 125 ვატ TDP-ის დონეს შეესაბამება. მას შემდეგ სიახლეში ცვლილება შევიდა. აღმოჩნდა, რომ Ryzen 7000 პროცესორების მაქსიმალური PPTიქნება 230 ვატი და მაქსიმალური TDP-ის დონე - 170 ვატი. 

Tom’s Hardware-ისთვის განკუთნილ შეტყობინებაში AMD-მ დააკონკრეტა, რომ სოკეტ AM5-ს ექნება 170 ვატამდე TDP-ისა და PPT-ის (სოკეტის მაქსიმალური სიმძლავრე) 230 ვატის მხარდაჭერა, რითაც დაადასტურა MSI-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. ეს მაჩვენებელი აღნიშნავს, რომ PPT/TDP 1,35 შეფარდება, რომელიც დამახასიათებელია სხვადასხვა Zen პლატფორმისთვის, კვლავ გამოიყენება AM5 სოკეტთან. 

Ryzen 5000 სერიის ჩიპების 105 ვატთან შედარებით TDP-ის დონე გაიზრდება 65 ვატით. PPT-ს რაც შეეხება, იგი გაირდება 88 ვატამდე, რაც საკმარისია PL2 Intel Core i9-12900K 241 ვატთან შედარებისთვის. 

AMD-მ დაადასტურა, რომ 170-ვატიან ჩიპებთან ერთად გამოვა 65 და 105-ვატიანი პროცესორები ისევე, როგორც Ryzen-ის წინა სერიებში. შედეგად შესაძლებელი იქნება გამოუშვა 170-ვატიანი ჩიპები დიდი რაოდენობის ბირთვებით და ხელმისაწვდომი 105-ვატიანი ვერსიები სტანდარტული მომხმარებლებისთვის. 65 ვატი TDP-ის მქონე ხაზი წარმოდგენილი იქნება ბირთვების მცირე რაოდენობით და სხვა ვერსიებით, რომლებსაც უფრო ნაკლები ენერგომოხმარება ექნება. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.