Magdalena Posted May 30, 2022 Posted May 30, 2022 რამდენიმე დღის წინ კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ Ryzen 7000 სერიის ჩიპები წარმოდგენილი იქნებოდა 170 ვატი PPT-ით, რაც მაქსიმუმ 125 ვატ TDP-ის დონეს შეესაბამება. მას შემდეგ სიახლეში ცვლილება შევიდა. აღმოჩნდა, რომ Ryzen 7000 პროცესორების მაქსიმალური PPTიქნება 230 ვატი და მაქსიმალური TDP-ის დონე - 170 ვატი. Tom’s Hardware-ისთვის განკუთნილ შეტყობინებაში AMD-მ დააკონკრეტა, რომ სოკეტ AM5-ს ექნება 170 ვატამდე TDP-ისა და PPT-ის (სოკეტის მაქსიმალური სიმძლავრე) 230 ვატის მხარდაჭერა, რითაც დაადასტურა MSI-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. ეს მაჩვენებელი აღნიშნავს, რომ PPT/TDP 1,35 შეფარდება, რომელიც დამახასიათებელია სხვადასხვა Zen პლატფორმისთვის, კვლავ გამოიყენება AM5 სოკეტთან. Ryzen 5000 სერიის ჩიპების 105 ვატთან შედარებით TDP-ის დონე გაიზრდება 65 ვატით. PPT-ს რაც შეეხება, იგი გაიზრდება 88 ვატამდე, რაც საკმარისია PL2 Intel Core i9-12900K 241 ვატთან შედარებისთვის. AMD-მ დაადასტურა, რომ 170-ვატიან ჩიპებთან ერთად გამოვა 65 და 105-ვატიანი პროცესორები ისევე, როგორც Ryzen-ის წინა სერიებში. შედეგად შესაძლებელი იქნება გამოუშვან 170-ვატიანი ჩიპები დიდი რაოდენობის ბირთვებით და ხელმისაწვდომი 105-ვატიანი ვერსიები სტანდარტული მომხმარებლებისთვის. 65 ვატი TDP-ის მქონე ხაზი წარმოდგენილი იქნება ბირთვების მცირე რაოდენობით და სხვა ვერსიებით, რომლებსაც უფრო ნაკლები ენერგომოხმარება ექნება. https://tinyurl.com/y99nkkv8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.