Magdalena Posted May 30, 2022 Posted May 30, 2022 კომპანია MSI-მ გამოუშვა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 3080 10GB-ის სპეციალური ვერსია Suprim X Assassin’s Creed Valhalla Edition. ტექნიკურად ახალ დაფაში გამეორებულია სტანდარტული Suprim X-ის ვერსია. გარეგნულად დაფა გაფორმებულია სკანდინავიური ექშენის სტილში. ფოტოს წყარო: MSI მოდელს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი 8704 CUDA ბირთვით, რომელიც მუშაობს 1920 მჰც-მდე სიხშირეზე. ამრიგად, ეს ვიდეო დაფა გამოდის ბაზარზე არსებული GeForce RTX 3080-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვერსია. მისი GPU-ის ქარხნული აჩქარება 12%-ს აღემატება. ვიდეო დაფას აქვს 10 გბ GDDR6X მეხსიერება. მხარდაჭერილია ორმაგი BIOS მაღალი წარმადობის და უხმაურო სამუშაო რეჟიმებით. დაფის ენერგომოხმარების დონე 370 ვატს შეადგენს. მოწყობილობას გააჩნია სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. გარე ვიდეოპორტებიდან ხელმისაწვდომია სამი DisplayPort 1.4a და ერთი HDMI 2.1. ვიდეო დაფის ზომაა 336 × 140 × 61 მმ, წონა - 1882 გრამი. ფოტოს წყარო: VideoCardz GeForce RTX 3080 10GB Suprim X Assassin’s Creed Valhalla Edtion-ის გამოშვების პარალელურად კომპანია ასევე ატარებს აქციას, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ ხსენებული თამაშის ასლის მიღება, თუმცა აქცია მოქმედია მხოლოდ ტაივანის ტერიტორიაზე. https://tinyurl.com/yckank4f Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.