Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ გამოუშვა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 3080 10GB-ს სპეციალური ვერსია Suprim X Assassin’s Creed Valhalla Edition. ტექნიკურად ახალ დაფაში გამეორებულია  სტანდარტული Suprim X-ის ვერსია. გარეგნულად დაფა გაფორმებულია სკანდინავიური ექშენის სტილში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

მოდელს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი 8704 CUDA ბირთვით, რომელიც მუშაობს 1920 მჰც-მდე სიხშირეზე. ამრიგად, ეს ვიდეო დაფა გამოდის ბაზარზე არსებული GeForce RTX 3080-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვერსია. მისი GPU-ის ქარხნული აჩქარება 12%-ს აღემატება. 

image.jpeg 

image.jpeg 

ვიდეო დაფას აქვს 10 გბ GDDR6X მეხსიერება. მხარდაჭერილია ორმაგი BIOS მაღალი წარმადობის და უხმაურო სამუშაო რეჟიმებით. დაფის ენერგომოხმარების დონე 370 ვატს შეადგენს. მოწყობილობას გააჩნია სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. გარე ვიდეოპორტებიდან ხელმისაწვდომია სამი DisplayPort 1.4a და ერთი HDMI 2.1. 

image.jpeg 

ვიდეო დაფის ზომაა 336 × 140 × 61 მმ, წონა - 1882 გრამი.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

GeForce RTX 3080 10GB Suprim X Assassin’s Creed Valhalla Edtion-ის გამოშვების პარალელურად კომპანია ასევე ატარებს აქციას, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ ხსენებული თამაშის ასლის მიღება, თუმცა აქცია მოქმედია მხოლოდ ტაივანის ტერიტორიაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.