Magdalena Posted May 27, 2022 Posted May 27, 2022 Bitcoin-ის სამართლიანი ფასი არის 38000 აშშ დოლარი და კრიპტოვალუტებმა უკან მოიტოვეს უძრავი ქონება, როგორც ერთ-ერთი სასურველი "ალტერნატიული აქტივი". ამის შესახებ წერს Business Insider ფინანსურ ჰოლდინგ JPMorgan-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით. წერის მომენტისას ციფრული ოქროს ფასი 29600 აშშ დოლარს უახლოვდება. ექსპერტების მიერ დასახელებული სამართლიანი ფასი 28%-ით მეტია რეალურზე. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. „კრიპტოვალუტების ბაზრის გასული თვის კორექტირება უფრო ჰგავს კაპიტულაციას 2021 წლის იანვარ/თებერვალში არსებულ ვითარებასთან შედარებით. მომავალში ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის და მთლიანობაში კრიპტოვალუტების ბაზრის აღმავალ პოტენციალს“, - განაცხადა JPMorgan-მა მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ჩანაწერში. ჰოლდინგის ანალიტიკოსებმა, მათ შორის Nikolaos Panigirtzoglou-მ, აღნიშნეს, რომ ციფრული აქტივების ბაზრის კორექციის მიმდინარეობისას ყველაზე მეტად დააზარალა უძრავი ქონების მსგავსი „ალტერნატიულლი ინვესტიციები“. მათი აზრით, ეს მოწმობს ზრდის შესაძლებლობას. 2022 წლის თებერვალში Nikolaos Panigirtzoglou-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ის სამართლიანი ფასი იმყოფება დაახლოებით 38 ათასი აშშ დოლარის დონეზე. იმ დროს ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 43400 აშშ დოლარად. აპრილში JPMorgan-ის ხელმძღვანელმა ჯეიმი დაიმონმა აღიარა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და DeFi აპლიკაციების ღირებულება. https://tinyurl.com/482trkae
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now