Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Bitcoin-ის სამართლიანი ფასი არის 38000 აშშ დოლარი და კრიპტოვალუტებმა უკან მოიტოვეს უძრავი ქონება, როგორც ერთ-ერთი სასურველი "ალტერნატიული აქტივი". ამის შესახებ წერს Business Insider ფინანსურ ჰოლდინგ JPMorgan-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით. 

წერის მომენტისას ციფრული ოქროს ფასი 29600 აშშ დოლარს უახლოვდება. ექსპერტების მიერ დასახელებული სამართლიანი ფასი 28%-ით მეტია რეალურზე. 

image.png 

BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 

კრიპტოვალუტების ბაზრის გასული თვის კორექტირება უფრო ჰგავს კაპიტულაციას 2021 წლის იანვარ/თებერვალში არსებულ ვითარებასთან შედარებით. მომავალში ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის და მთლიანობაში კრიპტოვალუტების ბაზრის აღმავალ პოტენციალს“, - განაცხადა JPMorgan-მა მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ჩანაწერში. 

ჰოლდინგის ანალიტიკოსებმა, მათ შორის Nikolaos Panigirtzoglou-მ, აღნიშნეს, რომ ციფრული აქტივების ბაზრის კორექციის მიმდინარეობისას ყველაზე მეტად დაზარალა უძრავი ქონების მსგავსი „ალტერნატიულლი ინვესტიციები“. მათი აზრით, ეს მოწმობს ზრდის შესაძლებლობას. 

2022 წლის თებერვალში Nikolaos Panigirtzoglou-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ის სამართლიანი ფასი იმყოფება დაახლოებით 38 ათასი აშშ დოლარის დონეზე. იმ დროს ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 43400 აშშ დოლარად. 

აპრილში JPMorgan-ის ხელმძღვანელმა ჯეიმი იმონმა აღიარა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და DeFi აპლიკაციების ღირებულება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.