Jump to content

Recommended Posts

Posted

ორგანიზაცია Video Electronics Standard Association-მა (VESA), რომელიც დისპლეების სფეროში სტანდარტიზაციითაა დაკავებული, განახორციელა სტანდარტ VESA AdaptiveSync Display-ის კრიტერიუმის მქონე პირველი მონიტორების სერტიფიცირება. ესენია კომპანია LG-ს 27-დუიმიანი მოდელები UltraGear 27GP950 და UltraGear 27GP850. ორივე მათგანი ფლობს კადრის განახლების დინამიური ცვლილების ტექნოლოგიის (VRR) მხარდაჭერას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VESA 

VESA-ს განცხადებით, AdaptiveSync Display სტანდარტთან შესაბამისობისთვის მონიტორებმა უნდა გაიარონ ორმოცდაათზე მეტი ტესტი ამ სტანდარტის მიხედვით დადგენილი სხვადასხვა პარამეტრის შესაბამისად. მაგალითად, დისპლეებს უნდა ჰქონდეთ 144 ჰერცი ან უფრო მაღალი კადრის განახლების სიხშირე default-ად, ამასთან სიხშირის 60 ჰერცამდე შემცირება უნდა იყოს შესაძლებელი. 

კადრის განახლების მაღალი სიხშირის პარალელურად VESA AdaptiveSync სტანდარტის მხარდაჭერის მქონე მონიტორებში არ უნდა ხდებოდეს კადრების გამოტოვება, არ უნდა მახინჯდებოდეს გამოსახულება კადრების სწრაფი ცვლილების დროსაც კი, არ უნდა შეინიშნებოდეს ციმციმი, უნდა ფლობდნენ სწრაფ რეაგირებისა და მცირე შეყოვნების მაჩვენებლებს. 

ზემოთხსენებული ორი LG მონიტორი გატესტილია და სრულად შეესაბამება VESA AdaptiveSync სტანდარტის მოთხოვნებს. ორივე მათგანი აგებულია IPS Nano მატრიცაზე. LG UltraGear 27GP950 ფლობს 4K გაფართოებას და 160 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს, LG UltraGear 27GP850 - QHD (2K) გაფართოებას და 180 ჰერცამდე განახლების სიხშირეს. ამავდროულად, ორივე ეკრანს აქვს სწრაფი რეაქციის დრო 1 მილიწამი (GtG). 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.