Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Dyson-მა წარადგინა რამდენიმე პროტოტიპი რობოტი, რომლებიც საბოლოოდ გადაიქცევა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობის დამხმარე მანქანებად და გამოაცხადა, რომ გეგმავს დაიქირაოს რამდენიმე ასეული ინჟინერი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პროექტზე სამუშაოდ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: dyson.co.uk 

Guardian-ის ცნობით Dyson-ის საყოფაცხოვრებო რობოტის პირველი საწარმოო მოდელი ბაზარზე დაახლოებით 2030 წელს გამოვა - კომპანია მანქანას აღწერს, როგორც „ავტონომიურ მოწყობილობას საოჯახო და სხვა დავალებების შესასრულებლად“. წარმოდგენილი პროტოტიპები ასახავს მწარმოებლის მიღწევებს მანიპულატორების წვრილი მოტორიკის ტექნოლოგიაში: რობოტიზებული კიდურები ჭურჭელს იღებენ საშრობიდან, მტვრისგან ასუფთავებენ ავეჯს და აგროვებენ სათამაშოებს. 

image.jpeg 

კომპანია, რომელიც უპირველეს ყოვლის ცნობილია მტვერსასრუტებითა და თმის საშრობებით, ბოლო წლებში ხაზს უსვამს მზარდ ინტერესს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიმართ. მისი ახალი სტრატეგიული მიმართულება აღსანიშნავი იქნება "კადრების ყველაზე დიდი დაქირავების კამპანიით კომპანიის არსებობის ისტორიაში". ამჟამად ხელმისაწვდომია 250 ღია პოზიცია პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება "კომპიუტერულ ხედვაში, მანქანათმცოდნეობაში, სენსორებსა და მექატრონიკაში*". მომდევნო 5 წელიწადში კომპანია კიდევ 700 სპეციალისტის დაქირავებას აპირებს, მიმდინარე წელს მისი პერსონალი 2000 ადამიანით გაიზარდა.  

*მექატრონიკა (Mechatronics), ასევე ცნობილი, როგორც მექატრონული ინჟინერია, წარმოადგენს ინჟნერიის სუბდისციპლინას, რომელიც ფოკუსირებულია მექანიკური, ელექტრონული და ელექტრომექანიკური სისტემების ინტეგრაციაზე, ასევე მოიცავს რობოტექნიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკის, ტელეკომუნიკაციის, პროდუქტების შემუშავებისა და მართვის სისტემების სინთეზს. 

image.jpeg 

ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და განვითარება განხორციელდება ახალ ობიექტში - კომპანიამ დაიწყო გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი რობოტიკის კვლევითი ცენტრის მშენებლობა ჰალავინგტონის აეროდრომზე, მალმსბერიში (უილტშირის საგრაფო) არსებული დიზაინის ცენტრიდან არც თუ ისე შორს. დაწესებულება ადრე გეგმავდა Dyson-ის ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობას, მაგრამ პროექტი 2019 წელს გაუქმდა. სამუშაოები ასევე განხორციელდება ლონდონის ლაბორატორიასა და სინგაპურში, სადაც კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს. 

Dyson-მა დიდი ხანია დადო ფსონი რობოტექნიკაზე: 2020 წელს კომპანიამ გააცხადა, რომ გეგმავს 3.45 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას ძრავებისა და მანქანური სწავლების ალგორითმების ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში. მიმდინარე წელს კომპანია ამ ბიუჯეტიდან 750 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.