Magdalena Posted May 26, 2022 Posted May 26, 2022 ამერიკულმა ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა eBay-მ გამოუშვა არაუერთიერთჩანაცვლებადი ტოკენების კოლექცია NFT-პლატფორმა OneOf-თან თანამშრომლობის ფარგლებში. “NFT და ბლოკჩეინის ტექნოლოგია რევოლუციას ახდენს კოლექციონირების სივრცეში და სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც ინვესტიციის შესაძლებლობა ენთუზიასტებისთვის“, - განაცხადა eBay-ის ვიცე-პრეზიდენტმა Dawn Block-მა. სადებიუტო კოლექცია Genesis მოიცავს საკულტო სპორტსმენების 3D და ანიმაციურ გამოსახულებებს, რომლებიც გამოჩნდა Sports Illustrated-ის გარეკანებზე. პირველ NFT-დ აირჩიეს კანადელი ჰოკეის მოთამაშე, სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი Wayne Gretzky. „ორმოცი წლის წინ მადლობელი ვიყავი, რომ Sports Illustrated-ის გარეკანზე ვიყავი, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაქვს პატივი გადავცე საკოლექციო გამოცდილება ჰოკეის გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემს კარიერას ათწლეულების განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს, ”- განაცხადა Gretzky-მ. OneOf-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადეს დიჯეიმ და პროდიუსერმა Alesso-მ და ამერიკის ხელოვნებისა და ხმის ჩაწერის მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ. 2021 წლის მაისში OneOf-მა 63 მლნ აშშ დოლარი შეაგროვა დაფინანსების საწყის ეტაპზე. მასში მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი აქტივისტი ბილ ტაი, ჯეკ ჰერიკი, სუნა საიდი Nima Capital-იდან, Sangha Capital და Tezos Foundation. იმავე თვეში eBay-მ მომხმარებლებს NFT-ებით ვაჭრობის უფლება მისცა. მანამდე კომპანიის ხელმძღვანელმა ჯეიმი იანონემ განაცხადა, რომ პლატფორმა განიხილავს კრიპტოვალუტაში გადახდების მიღებას. https://tinyurl.com/2s3kcc5v Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.