Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ამერიკულმა ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა eBay-მ გამოუშვა არაუერთიერთჩანაცვლებადი ტოკენების კოლექცია NFT-პლატფორმა OneOf-თან თანამშრომლობის ფარგლებში.  

NFT და ბლოკჩეინის ტექნოლოგია რევოლუციას ახდენს კოლექციონირების სივრცეში და სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც ინვესტიციის შესაძლებლობა ენთუზიასტებისთვის“, - განაცხადა eBay-ის ვიცე-პრეზიდენტმა Dawn Block-მა. 

სადებიუტო კოლექცია Genesis მოიცავს საკულტო სპორტსმენების 3D და ანიმაციურ გამოსახულებებს, რომლებიც გამოჩნდა Sports Illustrated-ის გარეკანებზე. პირველ NFT-დ აირჩიეს კანადელი ჰოკეის მოთამაშე, სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი Wayne Gretzky. 

„ორმოცი წლის წინ მადლობელი ვიყავი, რომ Sports Illustrated-ის გარეკანზე ვიყავი, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაქვს პატივი გადავცე საკოლექციო გამოცდილება ჰოკეის გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემს კარიერას ათწლეულების განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს, ”- განაცხადა Gretzky-მ. 

OneOf-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადეს დიჯეიმ და პროდიუსერმა Alesso-მ და ამერიკის ხელოვნებისა და ხმის ჩაწერის მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ. 

2021 წლის მაისში OneOf-მა 63 მლნ აშშ დოლარი შეაგროვა დაფინანსების საწყის ეტაპზე. მასში მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი აქტივისტი ბილ ტაი, ჯეკ ჰერიკი, სუნა საიდი Nima Capital-იდან, Sangha Capital და Tezos Foundation. 

იმავე თვეში eBay-მ მომხმარებლებს NFT-ებით ვაჭრობის უფლება მისცა. მანამდე კომპანიის ხელმძღვანელმა ჯეიმი იანონემ განაცხადა, რომ პლატფორმა განიხილავს კრიპტოვალუტაში გადახდების მიღებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.