Jump to content

Recommended Posts

Posted

შშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტო (NASA) და კოსმოსური კომპანია SpaceX გეგმავენ ხომალდ Dragon-ის მეშვეობით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟისთვის ტვირთის გაგზავნას 7 ივნისს. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო TAC NASA-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

„ეს იქნება 25-ე კომერციული მისია, რომელიც ტვირთის მიწოდებას გაახორციელებს სკს-სთვის NASA-ს და SpaceX-ის კონტრაქტის ფარგლებში. რაკეტა Falcon 9-ს გაშვება კანავერალის კოსმოსური საფრენი პლატფორმიდან დაგეგმილია 7 ივნისისთვის. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთება ჩანიშნულია 8 ივნისს“ - ნათქვამია კოსმოსური სააგენტოს შეტყობინებაში. 

არსებული მონაცემებით ხომალდი Dragon ორბიტალურ სადგურს მიაწვდის დაახლოებით 3 ტონა ტვირთს, მათ შორის საკვებ მარაგს, აღჭურვილობას და მასალებს სხვადასხვა ექსპერიმენტისთვის. სკს-თან დაკავშირების შემდეგ ხომალდი კოსმოსში დარჩება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგ იგი დედამიწაზე დაბრუნდება და ატლანტის ოკეანეში, ფლორიდის სანაპიროზე დაეშვება. 

წყაროს ცნობით მომავალი მისიის ფარგლებში NASA გეგმავს ორბიტალურ სადგურზე დედამიწის ზედაპირზე მტვრის ქარიშხლების მონიტორინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის წაღებას, რომელიც განთავსდება სადგურის კორპუს გარე მხარეს. ამასთან ერთად ასტრონავტების ხელში მოხვდება ნიადაგის მიკროორგანიზმები, რათა შეისწავლონ მათი ქცევა უწონობაში. ხომალდი ასევე მიაწვდის მასალებს და აღჭურვილობას იმუნური სისტემის დაბერების საფუძვლიანი პროცესების შესასწავლად და ა.შ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.