Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Acer-მა წარადგინა განახლებული ლეპტოპი-ტრანსფორმერი Spin 5 (SP514-51N), რომელიც წარმოდგენილი იქნება Intel Alder Lake პროცესორებით და 2.5K დისპლეით. მოწყობილობის საცალო გაყიდვა დაიწყება ივლისში და მისი ფასი იწყება 1350 აშშ დოლარიდან 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Acer 

ლეპტოპს ექნება 14-დუიმიანი დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით და გვერდების შეფარდებით 16:10. სპეციალური კონსტრუქციის წყალობით ეკრანი ბრუნვადია 360 გრადუსით, რის შედეგად შესაძლებელია მოწყობილობის სხვადასხვა რეჟიმში, მათ შორის პლანშეტის სახით გამოყენება. დისპლეი იკავებს ლეპტოპის ზედა ნაწილის 88%-ს. ეკრანზე მუშაობისთვის შესაძლებეია Acer Active სტილუსის გამოყენება (მხარდაჭერილია დაჭერის 4096 დონე). 

image.jpeg 

განახლებული Spin 5 გამოვა Intel Alder Lake (მე-12 თაობის) პროცესორებით, მაგრამ რომელ მოდელებზეა საუბარი - ჯერჯერობით უცნობია. მხარდაჭერილია 16 გბ-მდე LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ-მდე PCIe Gen4 SSD. უსადენო კავშირის უზრუნველსაყოფად გამოიყენება Killer Wi-Fi 6E AX1675i მოდული. კონსტრუქციაში შედის ორი Thunderbolt 4 ინტერფეისი, ასევე სრული ზომის HDMI, ორი USB Type-A პორტი და microSD ბარათის სლოტი. 

image.jpeg 

Acer Spin 5-ის კორპუსის სისქე 16.9 მილიმეტრია, წონა 1.3 კგ. ლეპტოპის გაყიდვა დაიწყება ივლისში, საბაზისო კონფიგურაციის ფასი 1350 აშშ დოლარს შეადგენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.