Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტო მილიარდერმა, კრიპტო ბირჟა FTX-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სემ ბენკმან-ფრიდმა გამოხატა აზრი, რომ Bitcoin-ს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას, მომავალი არ აქვს. მილიარდერმა გააკრიტიკა Bitcoin-ის ტრანზაქციის შემოწმების სისტემა ეკოლოგიაზე მაღალი დატვირთვისა და არაეფეტურობის გამო. იგი მიიჩნევს, რომ ქსელს არ შეუძლია წამში მილიონი ტრანზაქციის დამუშავება. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ Bitcoin-ების გადატანა მეორე დონის გადახდის პროტოკოლებზე, როგორიცაა Lightning. proof-of-stake ალგორითმის მქონე ქსელებს ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ.  

image.jpeg 

თუმცა, წილის დამადასტურებელ ალგორითმზე Bitcoin-ის გადატანა რთული ამოცანა იქნება. Ethereum-ის დეველოპერები უკვე რამდენიმე წელია გეგმავენ ასეთ გადასვლას და ვადები მუდმივად ჭიანურდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ბენკმან-ფრიდს არ სჯერა Bitcoin-ის, როგორც საგადახდო ვალუტის, იგი მასში ხედავს ოქროს მსგავსად აქტივის, სასაქონლო და დაგროვების საშუალების პოტენციალს. 

გასულ კვირას კრიპტო ბაზარმა დიდი ვარდნა განიცადა Stablecoin Terra-ს კრახის შემდეგ. Bitcoin-ის ფასი ოდნავ გაიზარდა მინიმალური ღირებულებიდან, მაგრამ ღირს ორჯერ ნაკლები ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით, წერს Techspot. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.