Jump to content

Recommended Posts

Posted

ჯეფ ბეზოსის კუთვნილმა კომპანია Blue Origin-მა გააცხადა, რომ ტურისტების შემდეგი ჯგუფი კოსმოსში New Shepard-ით პარასკევს, 20 მაისს გაემგზავრება. ხომალდის ეკიპაჟი ექვსი წევრისგან შედგება: ხუთი კაცისა და ერთი ქალისგან. ეს იქნება New Shepard-ის მეხუთე ტურისტული ფრენა ჯამში და რიგით მეორე - მიმდინარე წელს. Blue Origin-ის კონკურენტი Virgin Galactic ამ წელს ტურისტებს კოსმოსში არ წაიყვანს, რის შედეგად ბაზარი ბეზოსის ხელში მოხვდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Blue Origin 

სუბორბიტალურ ფრენაში მისია NS-21-ის ფარგლებში მრავალჯერად ავტომატურ კაფსულ News Shepard-ში მოხვდებიან Evan Dick, Katya Echazarreta, Hamish Harding, Victor Correa Hespanha, Jaison Robinson და Victor Vescovo. ევან დიკისთვის ეს იქნება მეორე ფრენა New Shepard-ით (და ტურისტის პირველი განმეორებითი ფრენა კომპანიისთვის), ხოლო კატია ეჩაზარეტა იქნება პირველი მექსიკელი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. 

Blue Origin არ ასაჯაროებს New Shepard-ით ათწუთიანი ფრენისთვის ბილეთის ფასს. Virgin Galactic-ის კოსმოსური თვითმფრინავის ბილეთი 450 000 აშშ დოლარი ღირს, თითოეულმა კომპანიამ უკვე განახორციელა ტურისტების ოთხი კომერციული გაშვება, თუმცა წელს Blue Origin გახდა ბაზრის მონოპოლიური მფლობელი. ტურისტების შემდეგი გაშვება კოსმოსში Virgin Galactic-ის მიერ განხორციელდება არა უადრეს 2023 წლის პირველი კვარტლისა, ხოლო Blue Origin წელს უკვე ფრენას ამზადებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Blue Origin 

კარგია თუ ცუდი - კოსმოსში ფრენა შეძლებული ადამიანებისთვის ატრაქციონად იქცა. ეჭვგარეშეა, რომ კოსმოსური ტურიზმის რენტაბელურობა დაფარავს არა მხოლოდ სტრატოსფეროზე ოდნავ მაღლა ფრენის ხარჯებს, არამედ ორბიტალური ფრენების დანახარჯებსაც. საინტერესოა, განხორციელდება თუ არა ფრენები მარსისკენ, რომ აღარაფერი ვთქვათ შორეულ პლანეტებზე?! 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.