Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung.jpg

ჩიპების სამხრეთკორეული მწარმოებლები ტაივანურ კომპანიებთან ერთად ფლობენ ელექტრონიკის საკონტრაქტო წარმოების ბაზრის თითქის 2/3-ს. 

კორპორაცია Samsung-მა განაცხადა, რომ ზაფხულიდან კომპანიის საწარმოო ობიექტებში კომპიუტერული და მობილური ელექტრონიკის წარმოების ღირებულება მინიმუმ 30%-ით გაძვირდება. 

ამასთან, ჟურნალისტები, რომლებიც თვალს ადევნებენ მსოფლიო ელექტრონიკის და ნახევარგამტარების თემას, ამტკიცებენ, რომ კომპანიის დამკვეთთა ნახევარზე მეტი ფასის მატებას უკვე დათანხმდა. დანარჩენებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, Samsung კი ძალიან პრინციპულადაა განწყობილი - თუ დამკვეთები მეტს არ გადაიხდიან, კონტრაქტები გაუქმდება. 

პრინციპში, სამხრეთ კორეელების ეს გადაწყვეტილება სავსებით საფუძვლიანია. Samsung-ისთვის გასული ფინანსური წელი საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა, ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტის ფონზეც კი კომპანიამ შეძლო ფასების შენარჩუნება და მისი მთავარი მომხმარებლები მეტად კმაყოფილი იყვნენ ამით. 

მაგრამ ახლა კომპანიის მენეჯერები ბიზნესისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ვალუტების ქცევაში, ასევე რისკად მიიჩნევა, თუ როგორ ვითარდება გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში. აღინიშნება, რომ ნახევარგამტარების წარმოებისთვის ძირითადი მასალების ღირებულება წლის დასაწყისიდან უკვე 30%-ით გაიზარდა. 

გარე კონტრაქტებით წარმოებული ელექტრონიკის ფასების ზრდა კომპანიას საშუალებას მისცემს დარჩეს მნიშვნელოვან ფინანსურ პლუსში თუნდაც გლობალური პრობლემების ფონზე. 

შედეგად, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლო, რომ ფასის მატება საბოლოო მომხმარებლებს დააწვება მხრებზე. მალე გაძირდება სმარტფონები, საავტომობილო ელექტრონიკა, თითქმის ყველა სამომხმარებლო ელექტრონიკის ჩიპი, ისევე როგორც საავტომობილო ჩიპებისა და მოწყობილობების მთელი ხაზი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.