Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილ ექსპერტ Ming-Chi Kuo-ს პროგნოზი, რომ 2023 წლისთვის Apple გეგმავს სმარტფონებში Lightning პორტის გამოყენებაზე უარის თქმას და USB-C-ს გამოყენებას, მხარდაჭერილია Bloomberg-ის სტატიაში, რომელიც საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასეთი iPhone-ების პროტოტიპები უკვე იტესტება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ითვლება, რომ Apple-ისთვის ინტერფეისის ასეთი რთული მიგრაციის მთავარი მოტივი იქნება ევროპის ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც აიძულებს რეგიონში გაყიდული ელექტრონული მოწყობილობების ყველა მომწოდებელს გამოიყენონ USB-C კონექტორი ბატარეის დასატენად. ეს საშუალებას მისცემს ერთ დამტენს, გაუძლოს მრავალი სმარტფონის სასიცოცხლო ციკლებს, რაც შეამცირებს ელექტრონული ინდუსტრიის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების მასშტაბს. 

მავდროულად Apple აცნობიერებს, რომ Lightning პორტის მქონე აქსესუარების მფლობელებს მომავალში მოუწევთ USB-C პორტთან დაკავშირება, ამიტომ ამზადებს შესაბამის საფირმო გადამყვანს. შეგახსენებთ, 2007-დან 2011 წლამდე Apple-ის სმარტფონებ გამოიყენებოდა iPod-ის მსგავსი 30-პინიან კონექტორ და მხოლოდ iPhone 5-ის გამოშვებით გადაერთო მოწყობილოები ყველასთვის ნაცნობ Lightning-ზე. იმ დროს საფირმო ადაპტერი 29 აშშ დოლარი ღირდა. 

წყაროს ინფორმაციით მიმდინარე წელს iPhone-ის ყველა მოდელში შენარჩუნდება Lightning კონექტორი, 2023 წელი კი ინტერფეისის ცვლილების საორიენტაციო თარიღად მიიჩნევა. შეგახსენებთ, რომ iPad და Mac უკვე გადავიდა USB-C პორტის გამოყენებაზე, სმარტფონები კი რჩება კომპანიის ერთადერთ, თუმცა მრავალარიცხოვან მოწყობილობებად, რომლებშიც Lightning გამოიყენება. კომპანია ცდილობდა შეექმნა iPhone-ის ვერსიები ყოველგვარი ფიზიკური პორტის გარეშე, რომლებიც უსადენოდ დაიტენებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამუხტვის სიჩქარე შემცირდა ისევე, როგორც ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე მოწყობილობების სინქრონიზაციისას. კავშირის ამ ვარიანტის გამოყენება ასევე პრობლემურია ავტომობილებში. 

გასულ წელს Apple-მა უარყოფითად შეაფასა მოწყობილობების ერთიან პორტზე გადასვლის აუცილებლობა, სხვადასხვა რეგიონისთვის სხვადასხვა კონექტორის მქონე iPhone-ების ვერსიების შექმნა კიდევ უფრო ნაკლებად შეესაბამება კომპანიისა და მომხმარებლების ინტერესებს. თუ ევროპელი კანონმდებლები შეუვალნი დარჩებიან, Apple სავარაუდოდ იძულებული იქნება შესაბამისი პორტი დანერგოს მომდევნო თაობის ყველა სმარტფონში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.