Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

მომავალ წელს გლობალური მარეგულირებლები შექმნიან ერთობლივ ორგანოს კრიპტო ინდუსტრიის რეგულაციების დანერგვის უკეთ კოორდინაციისთვის, განაცხადა IOSCO-ს თავმჯდომარე ეშლი ალდერმა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

Bitcoin-ის მსგავსი ციფრული ვალუტების ბუმი გახდა ერთ-ერთი რამ სამი სფეროდან, რომლებზეც ხელისუფლება ახლა ყურადღებას ამახვილებს COVID-19-სა და კლიმატის ცვლილებასთან ერთად, აღნიშნა მან. 

„თუ გადავხედავთ იმ რისკებს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა, ისინი უამრავია. ინსტიტუციურ დისკუსიებში სერიოზული შეშფოთებაა [კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით]“, - თქვა ალდერმა. 

მისი აზრით მარეგულირებლები ჩამორჩებიან ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სამი ძირითადი რისკის განხილვაში: კიბერუსაფრთხოების საფრთხეები, ოპერაიული მდგრადობის ნაკლებობა და ინდუსტრიაში გამჭვირვალობის სიმცირე. 

აუცილებელია კრიპტოვალუტების შემთხვევაშიც ფინანსური ბაზრებისთვის მოქმედი რეგულირების ანალოგის არსებობა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არსებობს. მიიჩნევს IOSCO-ს ხელმძღვანელი. 

„მაგრამ მე ვფიქრობ, არსებობს მნიშვნელობის გაგება და ეს დღის წესრიგი გახდა. ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილების რეალიზაციას დაახლოებით მომავალი წლისთვის ველოდები“ - განაცხადა ალდერმა. 

მანამდე კრიპტოვალუტების გლობალური რეგულირების კოორდინაციის შესახებ მოწოდება გასცა ევროპის ცენტრალური ბანკის სამმართველოს წევრმა ფაბიო პანეტამ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.