Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS ელის დესკტოპ კომპიუტერების, აგრეთვე კომპიუტერის დამოუკიდებლად ასაწყობგარკვეული მაკომპლექტებლების მიწოდების მოცულობის ვარდნას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. ამის შესახებ წერს რესურსი DigiTimes ASUS-ის ერთ-ერთ დირექტორ Hsien-Yuen Hsu-ს განცხადების საფუძველზე.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ASUS-ის ტოპ მენეჯერის თქმით მზა კომპიუტერების მიწოდება მეორე კვარტალში პირველთან შედარებით 10%-ით შემცირდება. ამასთან მოსალოდნელია დედა დაფებისა და გრაფიკული ამაჩქარებლების მიწოდების 10-15%-ით შემცირება. ASUS-ის პროგნოზები შეესაბამება Mercury Research-ის ახალ ანგარიშს. სააგენტოს სპეციალისტ Dean McCarron-ის თქმით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AMD-სა და Intel-ის CPU-ების გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. დესკტოპ პროცესორების მიწოდება კვარტალში 30%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი კვარტალური ვარდნაა ხსენებული ბაზრის ისტორიაში. ამის მიუხედავად AMD-მ შეძლო პროცესორების ბაზრის წილი 27.7%-მდე გაეზარდა, რაც რეკორდულია ამ კომპანიისთვის. 

მეორე კვარტალში გაყიდვების შემცირების მთავარი მიზეზი მსოფლიოში არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარება იქნება, აცხადებს ASUS. გარდა ამისა, მსოფლიო განიცდის ინფლაციის ზრდას, რაც ასევე ანელებს სხვადასხვა ელექტრონიკის გაყიდვებს. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, რომელიც წარსულში იყო გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი და ამავდროულად შემაჩერებელი ფაქტორი ლოჯისტიკაში არსებული პრობლემების გამო, მისი გავლენა გლობალურ მიწოდების ჯაჭვზე სუსტდება. 

image.jpeg 

DigiTimes-ის ცნობით მაინერების მხრიდან გრაფიკულ დაფებზე მოთხოვნა იკლებს, მაგრამ გეიმერების მხრიდან ამაჩქარებლებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, რაც ხელს უშლის GPU-ების მიწოდების უფრო სერიოზულ შემცირებას, რაზეც ASUS საუბრობს. 

2022 წლის პირველ კვარტალში ტაივანური კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 66% მოდიოდა დესკტოპ კომპიუტერებისა და ლეპტოპების გაყიდვებზე. კომპიუტერის კომპონენტები კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 33%-ს შეადგენდა, სმარტფონების გაყიდვები კი - მხოლოდ 1%-ს. ASUS გააგრძელებს ახალი პროდუქტების გამოშვებას 2022 წლის განმავლობაში, რათა შეინარჩუნოს მოგება. კომპანიამ ასევე თქვა, რომ ჩიპების უმეტესობა, რომლებიც ადრე დეფიციტური იყო, ახლა უკვე ხელმისაწვდომია. თუმცა, კომპანია კვლავ ხედავს პრობლემებს ელექტროენერგიის მართვის ინტეგრირებული სქემების (PMICs) და ზოგიერთი სხვა კომპონენტის მიწოდებასთან დაკავშირებით ჩინეთში ახალი ლოქდაუნის ფონზე. გარდა ამისა, ASUS მიუთითებს ლოჯისტიკის საფასურის ზრდაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.