Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიღებს გამოფენა Computex 2022-ზე. გრაფიკული პროცესორების მწარმოებლები თავიანთი ანგარიშით 23 მაისს გამოვლენ. მიმდინარე წელს ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში საგამოფენო ცენტრ Taipei Nangang Exhibition Hall-ში 23-დან 27 მაისამდე პერიოდში. გარდა ამისა ორგანიზებული იქნება ინტერნეტ-პროგრამა Computex DigitalGo - იგი 6 ივნისამდე გაგრძელდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

NVIDIA-დან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 6 მომხსენებელი, რომლებიც გააზიარებენ უახლეს ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში განვითარებული მოვლენების შესახებ, დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან დამთავრებული რობოტექნიკით. თუმცა გეიმერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ უფროს ვიცე-პრეზიდენტ ჯეფ ფიშერის დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც ზედამხედველობს GeForce-ის გეიმინგ ბიზნესს. შეგახსენებთ, რომ ადრე ფიშერმა მონაწილეობა მიიღო გამოფენა CES 2022-ში, სადაც NVIDIA-მ დააანონსა ფლაგმანურგეიმინგ გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Ti. 

image.jpeg 

NVIDIA ზემოთხსენებულ გამოფენაზე ისაუბრებს გეიმერებისთვის განკუთვნილ უახლეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე. ღონისძიების აღწერაში კომპანია მიუთითებს, რომ „წარმოგვიდგენს, როგორ უწყობს ხელს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები მონაცემთა დამუშავების კორპორატიულ ცენტრებს მუშაობაში, აგრეთვე გააზიარებს ინფორმაციას გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის განკუთვნილი უახლესი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესახებ. შეყობინების მეორე ნაწილი არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ შესაძლოა ისაუბროს ახალი თაობის გრაფიკა Ada Lovelace-ზე, რომელმაც მიმდინარე წელს უნდა ჩაანაცვლოს ამაჩქარებლების აქტუალური სერია Ampere. 

23 მაისს Computex 2022 ასევე უმასპინძლებს AMD-ის აღმასრულებელ დირექტორ ლიზა სუს.  სიტყვით გამოსვლის ფარგლებში იგი, სავარაუდოდ, გააზიარებს ინფორმაციას Ryzen-ის ახალი თაობის პროცესორების და, შესაძლოა, მომავალი RDNA 3 გრაფიკული არქიტექტურის შესახებ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიამ ამ დღეს წარადგინოს ახალი პროდუქტები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.