Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამედროვე სერვერების მეხსიერებისადმი მოთხოვნები მუდმივად იზრდება. მეტასამყაროს, ხელოვნური ინტელექტის განვითარეისთვის საჭიროა მოცულობისა და სიჩქარის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე შეყოვნების შემცირება. მხოლოდ ტრადიციული DDR მოდულების გამოყენება ზღუდავს მასშტაბირების შესაძლებლობებს, საჭიროა ახალი მიდგომა. კომპანია Samsung Electronics-ს აქვს გადაწყვეტილება - Compute Express Link-ის (CXL) სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც საშუალებას იძლევა სერვერი აღიჭურვოს ათ ტერაბაიტზე მეტი ოპერატიული მეხსიერებით, რომელიც წამში რამდენიმე ტერაბაიტის გატარუნარიანია.  

image.jpeg 

Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ შეიმუშავა ინდუსტრიაში პირველი CXL სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება 512 გბ-მდე მოცულობით. გასულ წელს დაანონსდა პროტოტიპი, მთელი ეს დრო მიმდინარეობდა მისი გაუმჯობესება კორპორატიული სექტორის კომპანიებსა და მწარმოებლებთან თანამშრომლობის შედეგად. თავდაპირველ პროდუქტთან შედარებით შესაძლებელი გახდა მოცულობის ოთხჯერ გაზრდა, ხოლო შეყოვნების ხუთჯერ შემცირება. 

Samsung CXL მეხსიერებისთვის გამოიყენება სპეციალური ინტეგრირებული სქემა და კონტროლერი, მხარდაჭერილია PCIe Gen5 ინტერფეისი, მოწყობილობა დამზადებულია EDSFF (E3.S) ფორმ-ფაქტორში. CXL მეხსიერება პროცესორის მიერ აღიქმება, როგორც ძირითადი. Samsung დაიწყებს ნიმუშების მიწოდებას პარტნიორებისთვის დაიწყებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთობლივი ტესტირებისა და კომერციალიზაციისთვის მოსამზადებლად, რათა გამოუშას მომავალი თაობის სასერვერო პლატფორმები ახალი PCIe ინტერფეისის მხარდაჭერით. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.